ბიძინა ივანიშვილი - "ეკლესიის დახმარების სწორი ფორმა უნდა შეირჩეს"

ბიძინა ივანიშვილი - "ეკლესიის დახმარების სწორი ფორმა უნდა შეირჩეს"

კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფოს მიერ ეკლესიასთან ურთიერთობის არსებული ფორმის გადახედვას აპირებს.

როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სახელმწიფომ ეკლესიის დახმარების სწორი ფორმა უნდა შეარჩიოს და ის სახელმწიფოსგან გამიჯნული უნდა იყოს.

"სახელმწიფო შეიძლება ეკლესიას ეხმარებოდეს, მაგრამ არა იმ ფორმით, როგორც ეს დღეს ხდება, როცა პიროვნულად აძლევენ სასულიერო პირებს მანქანებს და ხელისუფლება წყვეტს, ვის და როგორ უნდა მისცეს. თუ საჭიროა, ეკლესიას ხელისუფლება ეხმარება და ნორმალური პროცესია, მაგრამ თავად სინოდმა უნდა გადაწყვიტოს, როგორ და რანაირად განკარგოს სახელმწიფოს მიერ გადარიცხული თანხები", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ის დაზუსტებით ვერ იტყვის, თუმცა მიიჩნევს, რომ ეკლესიის დახმარების სწორი ფორმა უნდა შეირჩეს. "ეკლესია სახელმწიფოსგან გამიჯნული უნდა იყოს. გადაირიცხება თუ არა თანხები, დაზუსტებით ვერ ვიტყვი, მაგრამ უნდა შევარჩიოთ დახმარების სწორი ფორმა", - აღნიშნა ივანიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა