ვლადიმერ პუტინი ე.წ სამხრეთ ოსეთს "სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში" დახმარებას დაჰპირდა

ვლადიმერ პუტინი ე.წ სამხრეთ ოსეთს "სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში" დახმარებას დაჰპირდა

რუსეთი ე.წ სამხრეთ ოსეთს სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში დახმარებას კვლავ გაუწევს. "რია ნოვოსტის" ცნობით, ასეთი პირობა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დე-ფაქტო რესპუბლიკის ლიდერს, ლეონიდ თიბილოვს დღევანდელ შეხვედრაზე მისცა.

პუტინი ცხინვალს ეკონომიკური და სოციალური პრობლემების მოგვარებასაც დაჰპირდა. მანვე ლეონიდ თიბილოვს განუცხადა, რომ რუსეთი ე.წ. სამხრეთ ოსეთს სამუშაო ადგილების შექმნაში და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაში, ასევე რესპუბლიკის ინფრასტრუქტურის გამართვაში დაეხმარება.

რუსეთის პირველმა პირმა მარიონეტული რეჟიმის ლიდერთან საუბრისას აღნიშნა, რომ ეს არის პრინციპული საკითხები, რადგან, მისი თქმით, რესპუბლიკის მოსახლეობის 80 %-ს რუსეთის მოქალაქეობა აქვს მიღებულია.

თავის მხრივ, ლეონიდ თიბილოვმა ვლადიმერ პუტინი ცხინვალში დაპატიჟა და განაცხადა, რომ ეს იქნება შეუდარებელი მოვლენა რესპუბლიკის ცხოვრებაში.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?