გოგა ხაჩიძე პარლამენტში ველოსიპედით მივიდა

გოგა ხაჩიძე პარლამენტში ველოსიპედით მივიდა

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი გოგა ხაჩიძე პარლამენტში ველოსიპედით მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ქუთაისი იძლევა იმის საშუალებას, რომ ველოსიპედით იაროს.

"სადაც კი ამის საშუალებაა, ველოსიპედით სიარულზე უარს არასოდეს ვამბობ. გუშინ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა თქვა, რომ ველოსიპედით სამინისტროში დავდივარ, ეს ასე არ არის. ის ფოტოები, რაც მას აჩვენეს, დაჯილდოების ცერემონიალს ასახავს, რომლის დროსაც ველოსიპედი იყო ერთ-ერთი პრიზი და სამინისტროში გადავეცით", - აღნიშნა ხაჩიძემ.

ამასთან, გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი დარწმუნებულია, რომ ცოტა ხანში პარლამენტში არა მხოლოდ თვითონ, არამედ პარლამენტის უამრავი წვერი მივა ველოსიპედით.

"დარმწუნებული ვარ, ცოტა ხანში ბევრი დეპუტატი შემომიერთდება, განსაკუთრებით უმრავლესობის რიგებიდან", - აღნიშნა გოგა ხაჩიძემ.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა