"ქართუ ბანკის" მმართველმა ვლადიმერ უგულავამ საქართველო დატოვა

"ქართუ ბანკის" მმართველმა ვლადიმერ უგულავამ საქართველო დატოვა

"ქართუ ბანკისა" და "ქართუ ჯგუფის" დროებითმა მმართველმა ვლადიმერ უგულავამ საქართველო დატოვა. ამის შესახებ გაზეთ "ალიას" ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ნოდარ ჯავახიშვილმა განუცხადა.

"მე რამდენადაც ვიცი, უგულავა საერთოდ წასულია საქართველოდან", - აცხადებს ჯავახიშვილი.

2012 წლის 12 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილის "ქართუ ჯგუფის" ("ქართუ ბანკის" აქციების 100%-იან წილს ფლობს) აქციათა 100%-ის და "პროგრეს ბანკის" აქციათა 21.7%-ის მმართველად ვლადიმერ უგულავა დანიშნა.

უგულავა იმ დროს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის პრეზიდენტი იყო, ასევე იყო "ალდაგი ბისიაის" საზედამხედველო საბჭოს წევრი და ხელმძღვანელობდა "ტაოპრივატბანკს".

აღსრულების ბიურომ 11 ივლისს სასამართლოს ივანიშვილის ქონების იძულებითი მართვის რეჟიმში გადაყვანასთან დაკავშირებით მას შემდეგ მიმართა, რაც აუქციონზე გატანილი დაყადაღებული აქციები არ გაიყიდა. ამ ქონებაზე აღსრულების პროცედურების დაწყება განაპირობა ივანიშვილის უარმა, პარტიების შესახებ კანონის დარღვევის მოტივით დაკისრებული 74.32 მლნ ლარის ჯარიმის გადახდაზე. ივანიშვილი აცხადებდა, რომ ის აღარ არის "ქართუ ჯგუფის" საკუთრებაში არსებული "ბანკი ქართუს" ბენეფიციარი მესაკუთრე მას შემდეგ, რაც კუთვნილი წილები უფროს ვაჟს, უტას გადაუფორმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა