დღევანდელი დღიდან თქვენ აღარ ხართ "ქართული ოცნება", თქვენ ხართ საქართველოს ხელისუფლება და მთავრობა , - ასე მიმართა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას საპარლამენტო უმრავლესობას უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ.
მისი თქმით, "ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა პარტიის პროგრამა დღევანდელ დღემდე იყო, დღევანდელი დღიდან კი ეს საქართველოს მთავრობის პროგრამაა და გეგმა.
"თქვენი საარჩევნო სლოგანი იყო - ერთად ავიხდინოთ "ქართული ოცნება", პოლიტიკურ ნაწილში ეს ოცნება აიხდინეთ და ხელისუფლებაში მოხვედით. ახლა კი ხალხიც ელოდება, რომ მის ნაწილში ეს სლოგანიც ასრულებული იქნება. დღევანდელი დღიდან თქვენ აღარ ხართ "ქართული ოცნება", თქვენ ხართ საქართველოს ხელისუფლება და მთავრობა და ნუ გაგიკვირდებათ, რომ მთავრობის პროგრამის მიმართ ოპოზიციის მხრიდან ყოველთვის იქნება ინტერესიც და კრიტიკაც", - დასძინა უმცირესობის ლიდერმა.