გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარი გარდაიცვალა

გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარი გარდაიცვალა

გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარი გარდაიცვალა. როგორც "ინტერპრესნიუსს" სასჯელაღსრულების სამინისტროდან აცნობეს, პატიმარი 25 ოქტომბერს, 09:10 საათზე, მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების ანესთეზია რეანიმაციის და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გარდაიცვალა.

სამინისტროს ცნობით, 1966 წლის 12 ივლისს დაბადებული პატიმრის ლ.შ.-ს წინასწარი დიაგნოზი გასტროდუოდენალური სისხლდენის ფონზე განვითარებული გულ-სისხძარღვთა მწვავე უკმარისობაა.

სამინისტროს ცნობით, ლ.შ N18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში თბილისის N8 დაწესებულებიდან 2012 წლის 22 ოქტომბერს გადაიყვანეს დიაგნოზით: ქრონიკული c ვირუსული ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი, აივ ინფექცია შიდსი, მარჯვენამხრივი ექსუდაციური პლევრიტი, სუნთქვის უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, გასტროდუოდენალური სისხლდენა.

"აღნიშნული ფაქტის შესახებ უკვე ინფორმირებული არიან გარდაცვლილი პატიმრის ოჯახის წევრები. სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს პატიმრის გარდაცვალების ფაქტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს", - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ