აქციის მონაწილეები მერიაში შეიჭრნენ

აქციის მონაწილეები მერიაში შეიჭრნენ

სოციალურად დაუცველი პირები, რომლებიც ფართებით უზრუნველყოფის მოთხოვნით აქციას მართავენ, თბილისის მერიაში შეიჭრნენ. ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტის ცნობით, ჩამსხვრეულია ფანჯრის შუშები, გატეხილია რამდენიმე კარები.

როგორც ისინი აცხადებენ, მათი ფართებით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირებს კაბინეტებში შეუვარდებიან და მათ ძალისმიერი მეთოდებით გამოიყვანენ. წინააღმდეგობის გაწევას სოციალურად დაუცველებისთვის მერიის დაცვის სამსახური შეეცადა, თუმცა მათ მეორე სართულზე აღწევა მოახერხეს.

ამ ეტაპზე დაცვის სამსახური მერიის თანამშრომლების კაბინეტებთან არის მობილიზებული და სოციალურად დაუცველებს კაბინეტებში შეჭრის საშუალებას არ აძლევენ. მერიაში ხმაურია. კაბინეტების ფანჯრებზე და კარებზე აქციის მონაწილეები მუშტებით აბრახუნებენ.

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გონება დაკარგა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ქალბატონი მერიის დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა უმოწყალოდ სცემეს, რის შემდეგაც მან გონება დაკარგა.

აღნიშნულ ქალბატონს რამდენიმე წუთის წინ მერიის შენობა დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით დაატოვებინეს, რადგან ის მერიის თანამშრომლების კაბინეტებს და დაცვის სამსახურის წარმომადგენლებს თავს ესხმოდა და ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. იგი მალევე შებრუნდა მერიის შენობაში და ფოიეში გონება დაკარგა.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"