ახალი მთავრობის პირველ სხდომაზე "სასწრაფო საკითხები" განიხილეს

ახალი მთავრობის პირველ სხდომაზე "სასწრაფო საკითხები" განიხილეს

ახალი მინისტრთა კაბინეტის პირველი სხდომა დასრულებულია. როგორც ჟურნალისტებს სხდომის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა, საუბარი "სასწრაფო საკითხებს" შეეხებოდა.

"ვიმსჯელეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროზე. გვინდა, გაზაფხულიდან დაგეგმარება დავიწყოთ, თუ რა ტექნიკა უნდა შევიძინოთ, რა თანხებია საჭირო და ა.შ. ანუ, პირველი ეტაპის გეგმა უნდა გავაკეთოთ. ვიმსჯელეთ ჯანდაცვაზეც, პოლისების დარიგებაზე და იმაზე, თუ როგორი ხარისხის უნდა იყოს ეს პოლისები. ვიმსჯელეთ გარემოს დაცვის სამინისტროზე და ყველა უწყებაზე, რომელიც მოვასწარით", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვიმა.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში გააქტიურდა დევნილთა პრობლემებიც და ესეც სასწრაფო გადაჭრას საჭიროებს. პრემიერის განმარტებით, მთავრობა შემდეგ სხდომაზე უკვე ორშაბათს შეიკრიბება. "შესაძლოა პირველ ეტაპზე ხშირი შეხვედრები მოგვიწიოს", - დასძინა ბიძინა ივანიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა