რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ალექსანდრე ანქვაბის განცხადებაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს და აცხადებს, რომ მის პოზიციას საქმეებით დაუპირისპირდება.
"ჩვენ საქმეებით და ნაბიჯებით დავუპირისპირდებით ანქვაბის განცხადებას. თუ მას ჩვენთან ლაპარაკი არ სურს, ჩვენ მაინც ვიპოვით საერთო ენას აფხაზ ხალხთან და გადავდგამთ ისეთ ნაბიჯებს, რომელიც აფხაზი ხალხის ინტერსებეში შევა", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" პატაა ზაქარეიშვილმა.
მისივე განცხადებით, ალექსანდრე ანქვაბის პოზიცია არ იძლევა იმის საფუძველს, რომ საქართველოს ხელისუფლება შეშინდეს.
აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის განცხადებით, ის ქართულ მხარესთან მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ აპირებს საუბარს.