ხვალიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის თბილისში, 1-ელ ნოემბრამდე გამოიდარებს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზირებისა და მონიტორინგის ცენტრიდან აცნობეს, ქვეყნის ზოგიერთ რაიონებში დღეს ხანმოკლე წვიმა შენარჩუნდება, მოსალოდნელია ელჭექიც.
დასავლეთ საქართველოში დღეს და ხვალ აღმოსავლეთის ქარი იქროლებს, რომლის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება, ჰაერის ტემპერატურა კი 22 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში, ხანმოკლე წვიმა, ხვალ დილით და ღამის საათებში შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა თბილისში 23 გრადუსი იქნება.
ხვალიდან 1-ელი ნოემბრის ჩათვლით, სინოპტიკოსები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უნალექო და თბილ ამინდებს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 25 გრადუსამდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 24 გრადუსამდე გათბება.