ალექსანდრე ლომაია თანამდებობიდან მიდის

ალექსანდრე ლომაია თანამდებობიდან მიდის

გაერო-ში საქართველოს ელჩი ალექსანდრე ლომაია თანამდებობიდან მიდის. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, ლომაიას გადაწყვეტილების შესახებ მას ინფორმაცია საგარეო უწყების ყოფილმა ხელმძღვანელმა, გრიგოლ ვაშაძემ მიაწოდა.

"მე რამდენადაც ვიცი და ამის შესახებ ბატონმა გია ვაშაძემ ჩამაყენა საქმის კურსში, კახა ლომაიას მიღებული აქვს გადაწყვეტილება თანამდებობიდან წასვლის თაობაზე", - აღნიშნა ფანჯიკიძემ.

ამასთან, მინისტრის თქმით, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ყველა სხვა ხელმძღვანელი მუშაობას ამ ეტაპზე ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

მაია ფანჯიკიძემ ეს განცხადებები გუშინ, გადაცემა "პოლიტმეტრში" გააკეთა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა