დათო ოქიტაშვილი: "არსებობდა ე.წ. შავი სიები, ვის უნდა ემღერა და ვის არა"

დათო ოქიტაშვილი: "არსებობდა ე.წ. შავი სიები, ვის უნდა ემღერა და ვის არა"

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში რომ ყველაფერი რიგზე ვერ იყო, ამაზე არაერთხელ უსაუბრიათ ქართული კულტურისა და შოუბიზნესის წარმომადგენლებს. ეს კიდევ უფრო ნათლად მაშინ გამოჩნდა, როცა მინისტრობის ახალმა კანდიდატმა გურამ ოდიშარიამ სამინისტროში თავისი ჯგუფი წარგზავნა. თანამშრომლებთან შეხვედრა თაკო ჩარკვიანსა და მარინა ბერიძეს შორის მწვავე ურთიერთდაპირისპირების გამო ჩაიშალა. მერიის კულტურის სამსახურის ყოფილი უფროსი დათო ოქიტაშვილი იმ დარღვევებზე გვესაუბრება, რომელიც სამინისტროში წლების განმავლობაში ხდებოდა.

- კულტურის სამინისტრო იყო სამინისტრო მხოლოდ რამდენიმე ადამიანისთვის. თუ შენ ისე არ ფიქრობდი, როგორც "ნაციონალები", მათი მტერი იყავი. აქედან გამომდინარე, სამინისტროს კარი დაკეტილი იყო ისეთი ადამიანებისთვის, როგორებიც არიან გურანდა გაბუნია, ოთარ მეღვინეთუხუცესი, ქეთი დოლიძე, ნინელი ჭანკვეტაძე, უამრავი მხატვარი თუ თეატრთმცოდნე. არ უნდოდათ არავინ! ამ უჯიშოებმა რობერტ სტურუას რაც გაუკეთეს, ამის შემდეგ რაღაზე შეიძლება ლაპარაკი. როდესაც ვამბობდი, რომ შევქმნათ მრჩეველთა საბჭო და გავაერთიანოთ ქართული კულტურის თვალსაჩინო წარმომადგენლები, მათი პასუხი იყო: არ დაიღალე ამ ბებრებით?

- ყოფილ ხელისუფლებას ხშირად ჩამოჰყავდა მსოფლიო ვარსკვლავები. თქვენ არ გქონდათ ამ პროექტებთან კავშირი?

- ვინ გამაკარებდა. ყოველთვის ვამბობდი, რომ კულტურის სამინისტროში უნდა მუშაობდეს კარგი მენეჯერი, რომელსც აქვს ურთიერთობები და ადამიანური დამოკიდებულება ხელქვეითების მიმართ. 2004 წელს ევროსაბჭოსთან ერთად ზაზა შათირიშვილი, ნინო გუნია-კუზნეცოვა და რამდენიმე ადამიანი დავაფინანსეთ, რათა დაეწერათ თბილისის კულტურის განვითარების პროგრამა, როდესაც ეს პროექტი მერიაში მივიტანე, მითხრეს: ეს არავის სჭირდებაო! აი, ეს იყო კულტურა საქართველოში!

- თქვენს ადგილზე მარინა ბერიძე დაინიშნა.

- თანამდებობაზე ადამიანები მიდიან და მოდიან, მთავარია, ადამიანად დარჩე, არასოდეს სხვას ზევიდან არ უნდა უყურო და არ დასცინო! მარინა ბერიძეს სამსახური მერიაში მე დავაწყებინე, მაგრამ ამას ახლა არა აქვს მნიშვნელობა. გული მხოლოდ იმაზე მწყდება, რომ ბევრი კარგი რამ შეიძლებოდა გაკეთებულიყო. არავინ ამბობს, რომ ახალ წელს მომღერალი არ უნდა ჩამოიყვანო, მაგრამ მილიონები ასე სულელურად არ უნდა იყრებოდეს. არსებობდა ე.წ. შავი სიები, ვის უნდა ემღერა და ვის არა.

- თქვენ არ აპროტესტებდით, ან ვინ იყვნენ შავ სიებში?

- ვაპროტესტებდი მაგრამ, რა? თქვენ არ იცით ანსამბლმა "ფორტემ"“ამ შვიდი წლის განმავლობაში რა გადაიტანა. მათი ოჯახები შიმშილისთვის გაწირეს. მათ მაია ჯაბუა, თამრიკო ჭოხონელიძე, თემურ თათარაშვილი (რომელიც საერთოდ გაქცეულია საქართველოდან) მიაყოლეს. სოსო პავლიაშვილი მშობლებს ერევანში ხვდებოდა მხოლოდ იმიტომ, რომ თქვა: არ შეიძლება ასეთი დიქტატურაო. ამის გამო სამშობლოს მოღალატედ გამოაცხადეს. ალბათ გახსოვთ ინციდენტი, რომელიც ვალერი მელაძესთან დაკავშირებით მოხდა.

მაშინ მელაძის კონცერტი ჩაშლის პირას იყო მისული.

იხილეთ ვრცლად

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"