გურამ შარაძის შვილი გიორგი ბარათელის გათავისუფლებას ითხოვს

გურამ შარაძის შვილი გიორგი ბარათელის გათავისუფლებას ითხოვს

გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე მამის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ გიორგი ბარათელის საქმის გადახედვას და გათავისუფლებას ითხოვს.

რუსუდან შარაძე სასჯელაღსრულების N1 დაწესებულებასთან მივიდა, სადაც სოზარ სუბართან შეხვედრას ცდილობდა, რათა გიორგი ბარათელის მონახულების საშუალება მიეცათ. თუმცა, როგორც შარაძემ განაცხადა, სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურმა იგი შეცდომაში შეიყვანა და უთხრა, რომ სოზარ სუბარის ნახვის საშუალება N7 დაწესებულებასთან ექნებოდა.

"როდესაც პრესსამსახურის წარმომადგენელმა ეს მითხრა, ამ დროს მე-7 დაწესებულებიდან სოზარ სუბარი პატრიარქთან ერთად უკვე წამოსული იყო N1 დაწესებულებისკენ და მასთან შეხვედრის საშუალება არ მომეცა", - განაცხადა რუსუდან შარაძემ, რომელიც ამბობს, რომ N1 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მანამამდე დარჩება, ვიდრე არ შეეძლება სოზარ სუბართან შეხვედრა. მისი თქმით, გიორგი ბარათელი სასჯელს იხდის უკანონოდ.

"გიორგი ბარათელი არის აბსოლუტურად უდანაშაულო. მე მოვითხოვ, რომ კანონიერი გზებით მოხდეს მისი გათავისუფლება", - განაცხადა რუსუდან შარაძემ.

გარდა ამისა, N1 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან პატიმართა ახლობლები და ოჯახის წევრები არიან შეკრებილები, რომლებიც სოზარ სუბართან გასაუბრებას ითხოვენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პატიმართა ოჯახის წევრებმა განუცხადეს, მათ აქვთ რამდენიმე მოთხოვნა - გადაიხედოს პატიმართა საქმეები, რომელთა დიდი ნაწილი უკანონოდ არის დაპატიმრებული, ასევე ერთ-ერთი პატიმრის ახლობლის განცხადებით, მსჯავრდებულების ახლობლები ითხოვენ, გადაიხედოს შეკრებითობის პრინციპი, რომლის საფუძველზეც პატიმრებს არარეალური სასჯელები აქვთ მისჯილი.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"