თავდაცვის მინისტრის მოადგილეები შეთანხმებულია

თავდაცვის მინისტრის მოადგილეები შეთანხმებულია

თავდაცვის მინისტრის მოადგილეები უკვე შეთანხმებულია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან სამუშაო შეხვედრიდან გამოსულმა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ირაკლი ალასანიამ განუცხადა.

"დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე შევათანხმეთ მთავრობის მომავალ სხდომაზე განსახილველი საკითხები. უშუალოდ ჩემი მხრიდან შევათანხმეთ მოადგილეების კანდიდატურები და ამ გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოება მთავრობის სხდომაზე გაიგებს", - აღნიშნა ალასანიამ.

საკუთარი ორი მოადგილე დაასახელა შეხვედრიდან გამოსულმა კიდევ ერთმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა. მისი თქმით, მისი მოადგილეების თანამდებობებს ადვოკატები ალექსანდრე ბარამიძე და დავით ჯანდიერი დაიკავებენ. "მათ მიმართ კითხვის ნიშნები არ არსებობს და შესაბამის გადაწყვეტილებას პრემიერი ხელს სავარაუდოდ დღეს მოაწერს", - აღნიშნა წულუკიანმა.

ამასთან, პრემიერის კაბინეტში მიმდინარე სამუშაო შეხვედრა უკვე დატოვა შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. ჟურნალისტების შეკითხვა, ვისი კანდიდატურები განიხილება მისი მოადგილეების თანამდებობებზე და არის თუ არა საუბარი ლევან იზორიას კანდიდატურაზე, ღარიბაშვილმა უკომენტაროდ დატოვა. შესაბამისად, ის სახელმწიფო კანცელარიის ტერიტორიიდან გავიდა ისე, რომ მედიისთვის კომენტარი არ გაუკეთებია.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა