რუსუდან შარაძე - პატრიარქმა სამჯერ გაიმეორა, რომ გიორგი ბარათელი უნდა გამოუშვან

რუსუდან შარაძე - პატრიარქმა სამჯერ გაიმეორა, რომ გიორგი ბარათელი უნდა გამოუშვან

პატრიარქმა სამჯერ გაიმეორა, რომ გიორგი ბარათელი უნდა გამოუშვან - ამის შესახებ გადაცემაში "ეკა ბერიძის მთავარი კითხვა" გურამ შარაძის შვილმა რუსუდან შარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პატრიარქმა ამის შესახებ მას შეხვედრისას განუცხადა.

"პატრიარქმა სამჯერ გაიმეორა, რომ ბარათელი უნდა გამოუშვან", - აღნიშნა რუსუდან შარაძემ.

მისივე თქმით, ის გიორგი ბარათელს უახლოეს დღეებში შეხვდება.

"პირველ რიგში ათას მადლობას ვეტყვი, რადგან ის კიდევ ერთი მსხვერპლია ჩემ ოჯახს შეწირული. ის სრულიად უდანაშაულო ადამიანია. მას არაფერი ბრალი არ აქვს, 5 წელიწადნახევარი აწამეს და ამხელა ტვირთი აკიდეს", - აღნიშნა რუსუდან შარაძემ.

მისივე თქმით, საქმეს გამოიძიებენ პროფესიონალი გამომძიებლები და ყველა დამნაშავე გამოიკვეთება, ვისაც მისი მამის მკვლელობაში მიუძღვის დანაშაული.

"შვეიცარიიდან იმისთვის ჩამოვედი, რომ მეც მონაწილეობა მივიღო გამოძიებაში. დაიწყება გამოძიება და პროფესიონალი გამომძიებლები გამოიძიებენ საქმეს და ჩემი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებ რაც შემეძლება", - აღნიშნა რუსუდან შარაძემ.

გიორგი ბარათელი გურამ შარაძის მკვლელობაშია ბრალდებული და 26.6 წელი აქვს მისჯილი.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა