ჭაკუების მამამ თავში ტყვია დაიხალა, ახალაიების დედას კი ფსიქიკური პრობლემები შეექმნა?..

ჭაკუების მამამ თავში ტყვია დაიხალა, ახალაიების დედას კი ფსიქიკური პრობლემები შეექმნა?..

შვებულებაში, დასასვენებლად, დროებით წასული - ასეთია ქვეყანაზე "უზომოდ შეყვარებული" მინისტრებისა და მაღალჩინოსნების ნაწილის ცხოვრების გაგრძელება არჩევნების შემდეგ. ერთი შეხედვით, ყველამ თავს უშველა. "თავს უშველა", შემთხვევით არ დაგვიწერია, იმიტომ, რომ მათ აშკარად მხოლოდ საკუთარ თავზე იფიქრეს. ამ საკმაოდ მძიმე ამბების დაწერის მიზეზი, რომელსაც ამჯერად მკითხველს ვუამბობთ, მხოლოდ იმის აღნიშვნაა, რომ ამ მაღალჩინოსნებს არათუ ხალხის, უახლოესი ადამიანების მიმართაც კი არ აღმოაჩნდათ პასუხისმგებლობის გრძნობა.

გავრცელებული ინფორმაციით, როგორც ადგილობრივები ამბობენ, შვილების დანაშაულებრივი ქმედებები და ცხოვრების წესი ვერ აიტანა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დავით ჭაკუასა და ხობის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის დიმიტრი ჭაკუას მამამ და თვითმკვლელობის მიზნით თავში ტყვია დაიხალა, შედეგად, ის დღემდე უგონო მდგომარეობაშია. როგორც ხობელები ამბობენ, მან ეს საბედისწერო გადაწყვეტილება ერთ-ერთ ვაჟთან სატელეფონო საუბრის შემდეგ მიიღო.

"ქალბატონო ნანი, სხვისი შვილების აღზრდას გერჩივნა, საკუთარი გაგეზარდა! შენ და შენს ქმარს "გამზრდელი" თუ არ წაგიკითხავთ, მოაყოლეთ მაინც ვინმეს! ვინ დაგწყევლათ ასე, ორივე შვილი მანიაკი რომ გაგიზრდიათ?!" - ალბათ ასეთი და მსგავსი მიმართვები გახდა იმის შედეგი, რომ, როგორც ზუგდიდელები ამბობენ, როლანდ ახალაიას მეუღლეს ჯერ ნერვული შეტევები დაეწყო, შემდეგ კი ამას, გავრცელებული ხმების თანახმად, ფსიქიკური აშლილობაც დაერთო... არჩევნების შემდეგ მას სამსახურში თითქმის ყოველდღე აკითხავდნენ აღშფოთებული დაზარალებულები, ყველა, ვინც აქამდე ხმის ამოღებას ვერ ბედავდა, რადგან მათზე მუდმივად ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა. სკოლაში, სადაც ახალაიების დედა მუშაობდა, რამდენჯერმე პატრულის გამოძახებაც გახდა საჭირო.

არჩევნების დღეს ძმები ახალაიები, მათი მარჯვენა ხელი მეგის ქარდავა და მათთან ერთად თბილისიდან ჩასული რამდენიმე სტუმარი წალენჯიხაში კურორტ "სქურთან" ქეიფობდნენ. ეტყობა, საკუთარ გამარჯვებაში ეჭვიც არ ეპარებოდათ. როგორც ამბობენ, ბაჩო ახალაიას თავის კუთხეში ჩასვლა ძალიან უყვარდა და ხშირადაც სტუმრობდა, თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით ადგილობრივებზე.

კვირაში რამდენჯერმე ის რესტორან "დიარონში", "მენძელსა" და "დარიალში" ქეიფობდა, რასაც აუცილებლად მოჰყვებოდა ხოლმე მაშინდელი ოპოზიციის გინება. შეშინებული მიმტანები ახალაიას ახლოს ვერ ეკარებოდნენ, რადგან, როგორც ამბობენ, მათ მიმართ უხეში და ზოგჯერ ზღვარს გადასული ქცევა ახასიათებდა. ამიტომაც მის მაგიდას ხშირად მათივე დაცვის წევრები ემსახურებოდნენ. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ერთხელ სენაკის ერთ-ერთ რესტორანში ისე ცუდად გამხდარა, მთვრალს ენა ჩავარდნია და ძლივს მოუბრუნებიათ. რაც ყველაზე უცნაურია, დაცვის წევრებს ექიმის გამოძახების ეშინოდათ თურმე, უარესი არ დამართონო... ამბობენ, რომ იყო შემთხვევები, როცა ბაჩო ახალაიას მანქანიდან ვინმეს სახლი მოეწონებოდა, მის პატრონს მიადგებოდა, რამდენსაც მეტყვი, გადაგიხდი და სახლი დამიცალეო. მისი ეს შეთავაზება ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილეს - ლექსო თოდუას მიუღია.

კიდევ ერთი სანდო წყაროს მონათხრობის თანახმად, არჩევნების შემდგომ დათა ახალაია და სოსო თოფურიძე პატრიარქთან შესახვედრად მისულან. პატრიარქი არ შეხვედრია სოსო თოფურიძეს, თუმცა ახალაიასა და უწმინდესის საუბარი რამდენიმე საათს გაგრძელებულა. ამ საუბრის შემდეგ, როგორც ამბობენ, პატრიარქი სამი დღე ტიროდა. რის შესახებაც ორი ვერსია გავრცელდა: პირველი, ახალაია ძალიან უხეშად ესაუბრა პატრიარქს და მეორე - მან უწმინდესს აღსარება ჩააბარა. ძნელი სათქმელია, ამ ორს შორის რომელია რეალური.

აწ უკვე უმცირესობის ერთ-ერთმა წევრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზურაბ ადეიშვილს თურმე საქართველოდან წასასვლელი ფული არ ჰქონდა და ახლობლებმა შეუგროვეს...

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"