სოზარ სუბარი - ადვოკატ ირმა ჭკადუას ციხის საავადმყოფოს ექიმებთან კონფლიქტი მოუვიდა

სოზარ სუბარი - ადვოკატ ირმა ჭკადუას ციხის საავადმყოფოს ექიმებთან კონფლიქტი მოუვიდა

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი ციხეებში მონიტორინგის ჯგუფის წევრებს მოუწოდებს, კონკრეტული დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში კანონის მიხედვით იმოქმედონ და ციხის თანამშრომლებთან დაპირისპირებას თავი აარიდონ.

როგორც სოზარ სუბარმა დღეს, გლდანის #8-ე საპყრობილესთან ჟურნალისტებს განუცხადა, გლდანის საპყრობილეში და იქ არსებულ სამკურნალო დაწესებულებაში შესული იყო მონიტორინგის ჯგუფის წევრი ირმა ჭკადუა, რომელსაც ციხის საავადმყოფოს ექიმებთან კონფლიქტი მოუვიდა და მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

სოზარ სუბარი მოუწოდებს ირმა ჭკადუას და მონიტორინგის ჯგუფის ყველა წევრს, თავი შეიკავონ შეურაცხყოფისა და დაპირისპირებისგან და საჭიროების შემთხვევაში სასჯელაღსრულების სამინისტროს მიმართონ. სასჯელაღსრულების მინისტრს კონფლიქტის დეტალები არ დაუკონკრეტებია.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ