რამდენიმე ასეულ პატიმარს ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებში გადაიყვანენ

რამდენიმე ასეულ პატიმარს ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებში გადაიყვანენ

გლდანის N8-ე საპყრობილიდან 145 პატიმარი თბილისის N12-ე შედარებით მსუბუქი რეჟიმის დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ციხეში იმყოფებოდა სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი. პატიმრების გადაყვანამდე სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეტაპი, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში განხორციელებულა.

მისივე თქმით, პატიმრების ეტაპირება, რომლებიც შედარებით მსუბუქი დანაშაულისთვის იხდიან სასჯელს, რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება და გლდანის საპყრობილე განიტვირთება.

სუბარის განცხადებით, ამ დღეებში საპყრობილეებს რამდენიმე ასეული პატიმარი დატოვებს და მათ სხვადასხვა, ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებში გადაიყვანენ.

სასჯელაღსრულების მინისტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის გლდანის საპყრობილეში 2600 პატიმარია, რომელთაც უკვე სასჯელი შეფარდებული აქვთ და მათი ნაწილის გადაყვანა სხვა საპატიმროებში შესაძლებელია.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ