ნოდარ ხადურმა თავისი მოადგილეები დაასახელა

 ნოდარ ხადურმა თავისი მოადგილეები დაასახელა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა თავისი მოადგილეები დაასახელა. ხადურის განცხადებით, მისი ერთ-ერთი მოადგილე იქნება გიორგი თაბუაშვილი, რომელიც ხაზინას გაუწევს კურირებას. კიდევ ერთი მოადგილეა დავით ლეჟავა, რომელიც საგარეო ურთიერთობების მიმართულებით იმუშავებს, ხოლო დავით ებრალიძე საპარლამენტო მდივნის თანამდებობას შეითავსებს.

რაც შეეხებათ შემოსავლების სამსახურის უფროსსა და მომსახურების სააგენტოების ხელმძღვანელებს, ამ პოსტებზე მინისტრს კანდიდატურები ჯერჯერობით შერჩეული არ ჰყავს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა