რუსთავის N16 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაძაბულობაა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ადვოკატმა ცირა ჯავახიშვილმა აცნობა. მისივე თქმით, დაწესებულებიდან საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფი პატიმრები დაუკაშირდნენ და აცნობეს, რომ რთული ვითარებაა.
"პატიმრების ინფორმაციით, მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ. მოხდა მსჯავრდებულების კარცერებში მასობრივად გადაყვანა და მათ დაწესებულებაში სპეცრაზმის შეყვანით ემუქრებიან", - განაცხადა ჯავახიშვილმა.
მისი ვარაუდით, დაძაბულობა პატიმრების მხრიდან საკუთარი უფლებების დაცვის მოთხოვნამ გამოიწვია. ჯავახიშვილის ინფორმაციით, ადვოკატები N16 დაწესებულებაში მიემართებიან.
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიდის მონიტორინგის ჯგუფის წევრი, "ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტი ხათუნა გაგნიძეც და მის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას უახლოეს ხანში შემოგთავაზებთ.