მსოფლიოს უმდიდრეს პოლიტიკოსებს შორის ბიძინა ივანიშვილი მესამე ადგილზეა

მსოფლიოს უმდიდრეს პოლიტიკოსებს შორის ბიძინა ივანიშვილი მესამე ადგილზეა

ჟურნალმა "ფორბსმა" მსოფლიოს უმდიდრესი პოლიტიკოსების სია გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მესამე ადგილზეა. "ფორბსის" სიაში პირველ პოზიციაზეა ნიუ-იორკის მერი მაიკლ ბლუმბერგი, მეორეზე კი, რუსი ოპოზიციონერი მიხეილ პროხოროვი. მესამე ადგილს ივანიშვილი იკავებს.

გამოცემა ივანიშვილის ქონება 6.4 მილიარდ დოლარად აფასებს. "ფორბსი" წერს, რომ ივანიშვილის ქონება საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ნახევარს უდრის.

"მან ეს ქონება მის მშობლიურ ქალაქ ჭორვილას მოსახლეობის ცხოვრების უზრუნველყოფისათვის გამოიყენა და იქ მოდერნიზებული ფეოდალური მუნიციპალიტეტი შექმნა", - წერს "ფორბსი".

მეოთხე ადგილზეა იტალიის ყოფილი პრემიერი სილვიო ბერლუსკონი. სიაში ასევე მოხვდნენ რუსი პოლიტიკოსები ანდრეი გურიევი, დიმიტრი ანანიევი, ალექსანდრე ლებედევი, ჩილეს პრეზიდენტი სებასტიან პინერა და ლიბანის მოქმედი და ყოფილი პრემიერ-მინისტრები - ნაჯიბ მიკატი და საად ჰარირი.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა