სოზარ სუბარი ყველას სთხოვს, ნუ ეცდებიან პატიმრების პროვოცირებას

სოზარ სუბარი ყველას სთხოვს, ნუ ეცდებიან პატიმრების პროვოცირებას

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი ყველას სთხოვს, ნუ ეცდებიან სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფი ადამიანების პროვოცირებას.

როგორც ჟურნალისტებს სოზარ სუბარმა მთავრობის პირველი ოფიციალური სხდომის დაწყებამდე განუცხადა, გუშინ იყო გარკვეული გაუგებრობები რუსთავის პირველ და მეორე კოლონიებში.

"იყო პატარა მღელვარება, თუმცა ჩავედით და ყველაფერი დავაწყნარეთ. ერთი რამე მინდა ვთხოვო ყველას, ნუ ეცდებიან პროვოცირებას გარედან", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მინისტრის თქმით, მისი უწყება ყველაფერს გააკეთებს, რომ ადამიანის უფლებები, ღირსება და პატივი იყოს დაცული, მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ სასჯელი არ იქნება.

"ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაც კარცერში არ მოხვდება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცას დავაჩაგრინებთ ვინმეს, ეს იქნება ექიმი თუ თანამშრომელი", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ