ფოთის პორტის 300-მდე მუშა გაფიცულია

ფოთის პორტის 300-მდე მუშა გაფიცულია

ფოთის პორტის 300-მდე მუშა-მოსამსახურემ უვადო გაფიცვა გამოაცხადა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, გაფიცულები პორტის შესასვლელთან არიან შეკრებილები. ისინი პორტის მენეჯმენტს ხელფასების გაზრდისა და ღირსეული სამუშაო პირობების შექმნის თაობაზე პირობის შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ.

"10 ოქტომბრის გაფიცვის შემდეგ, პორტის მენეჯმენტისგან მივიღეთ დაპირება, რომ გაიზრდებოდა ხელფასები, შეიქმნებოდა ღირსეული სამუშაო პირობები და გაფორმდებოდა ახალი შრომითი ხელშეკრულებები, თუმცა არც ერთი პირობა არ შესრულებულა. აქედან გამომდინარე, დღეს ისევ გამოვაცხადეთ უვადო გაფიცვა, რომელიც ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ დასრულდება", - აცხადებენ პორტის თანამშრომლები.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"