ირმა ჭკადუა - დამრჩა შთაბეჭდილება, რომ რაც რუსთავის ციხეში ხდებოდა, გარედან მართული იყო

ირმა ჭკადუა - დამრჩა შთაბეჭდილება, რომ რაც რუსთავის ციხეში ხდებოდა, გარედან მართული იყო

რუსთავის #16 დაწესებულებასთან პატიმართა ახლობლები წუხელ გვიან ღამემდე იმყოფებოდნენ. დაწესებულებაში კი, სიმშვიდე იყო, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განუცხადა.

ჭკადუა, რომელიც მონიტორინგის ჯგუფის წევრია, წუხელ პატიმრებს შეხვდა.

ადვოკატის ინფორმაციით, არც ერთი კონკრეტული პატიმარი მასზე განხორციელებული ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფის შესახებ ვერ საუბრობს.

"ვერც ერთი პატიმარი ვერ საუბრობს ცემაზე და შეურაცხყოფაზე. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ რაც დაწესებულებაში ხდებოდა, გარედან მართული პროცესები იყო. მათ აქვთ ყოფითი პრობლემები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სამედიცინო პრობლემების მქონე ძალიან ბევრი პატიმარია. ასევე პრობლემებია საკვების კუთხითაც", - განაცხადა ირმა ჭკადუამ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ