პატიმრების მშობლებმა გზა გადაკეტეს

პატიმრების მშობლებმა გზა გადაკეტეს

პატიმრების მშობლებმა სასჯელაღსრულების რუსთავის #16 დაწესებულებიდან გამოსასვლელი გზა გადაკეტეს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, პატიმრების მშობლებმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ციხიდან მსჯავრდებულების გადასაყვანი ავტომანქანა გამოვიდა.

პატიმრების მშობლები აცხადებენ, რომ კოლონიიდან მსჯავრდებულები სხვაგან გადაიყვანეს. მათი თქმით, ავტომანქანიდან პატიმრების ყვირილის ხმაც გაიგონეს.

ამასთან, #16 დაწესებულების ეზოში თანამშრომლების სიმრავლე შეინიშნება. პატიმრების მშობლები კი აცხადებენ, რომ ციხიდან ავტომანქანების გამოსვლას აღარ დაუშვებენ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ