სოზარ სუბარი - ყველა ციხეში მივალ, მაგრამ თითის თითოეულ დაქნევაზე ვერ ვივლი

სოზარ სუბარი - ყველა ციხეში მივალ, მაგრამ თითის თითოეულ დაქნევაზე ვერ ვივლი

რუსთავის N16 დაწესებულებაში მდგომარეობა სტაბილურია და არანაირ ექსცესებს ადგილი არა აქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა განუცხადა.

მისი თქმით, შეხვდა პატიმართა მშობლებს, ასევე აპირებს სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში მისვლას, მაგრამ "თითის თითოეულ დაქნევაზე ვერ ივლის".

ასევე, სოზარ სუბარმა ისიც აღნიშნა, რომ N16 დაწესებულების კარცერში მყოფი ორი პატიმრის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და თუ ვინმემ რაიმე გადაცდომა მოახდინა პენიტენციალურ სისტემაში, ამისთვის პასუხი უნდა აგოს.

რაც შეეხება N16 სასჯელაღსრულების დაწესებულების ახლად დანიშნულ დირექტორ ლევან აბურჯანიას, რომლის თანამდებობიდან გათავისუფლებასაც პატიმრები ითხოვენ, სუბარის თქმით, შესწავლილი იქნება პატიმრების განცხადებები და თუ გამოიკვეთება ლევან აბურჯანიას დანაშაული, საქმე გადაეცემა გენერალურ ინსპექციას და აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე.

სუბარის თქმით, ძნელია "ქუჩაში ეძებო სასჯელაღსრულების დეპარტამენტისთვის კადრები" და თუ სასჯელაღსრულების სისტემის 5 ათასი თანამშრომელს გაათავისუფლებენ სამსახურიდან, "20 ათასი პატიმარიც ქუჩაში აღმოჩნდება."

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ