"ხარ­ძი­ა­ნის საქ­მე ხე­ლახ­ლა არის შესასწავლი და გა­მო­სა­ძი­ე­ბე­ლი­"

"ხარ­ძი­ა­ნის საქ­მე ხე­ლახ­ლა არის შესასწავლი და გა­მო­სა­ძი­ე­ბე­ლი­"

2010 წლის 24 ნო­ემ­ბერს "ყვე­ლა სი­ახ­ლის" ჟურ­ნა­ლის­ტი არ­მაზ ხარ­ძი­ა­ნი და­ა­კა­ვეს და ბრა­ლი თბი­ლის­ში, ყაზ­ბე­გის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ერ­თ-ერ­თი ლომ­ბარ­დის და­ყა­ჩა­ღე­ბა­ში დას­დეს. ამ ამ­ბავ­მა მი­სი ახ­ლობ­ლე­ბი, მე­გობ­რე­ბი და თა­ნამ­შრომ­ლე­ბი გაგ­ვა­ოგ­ნა, რად­გან ნი­ჭი­ე­რი და გა­ბე­დუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის­გან, რო­მე­ლიც ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი მწვა­ვე და კრი­ტი­კუ­ლი სტა­ტი­ე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და, ყა­ჩა­ღო­ბა ვერ და­ვი­ჯე­რეთ. მარ­თა­ლი­ა, არ­მაზ­მა აღი­ა­რა და­ნა­შა­უ­ლი, მაგ­რამ მი­სი საქ­მე მა­ინც ბუ­რუ­სით არის მო­ცუ­ლი. ახალ გა­რე­მო­ე­ბებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბი­ან მი­სი მა­მა, ზევ­სი ხარ­ძი­ა­ნი და ად­ვო­კა­ტი ირაკ­ლი გაბ­რი­ჭი­ძე.

ზევ­სი ხარ­ძი­ა­ნი:

- მას შემ­დეგ, რაც ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა შე­იც­ვა­ლა, ხმის ამო­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცა.­ ა­მი­ტომ თხოვ­ნით მივ­მარ­თავ ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რომ გა­და­ხე­დონ ჩე­მი შვი­ლის, არ­მაზ ხარ­ძი­ა­ნის საქ­მეს და ხე­ლახ­ლა გა­მო­ი­ძი­ონ.

- აქამ­დე რა­ტომ არა­ფერს ლა­პა­რა­კობ­დით?

- იმი­ტომ, რომ ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მომა­დგე­ნლე­ბის მხრი­დან იყო მუ­ქა­რა ჩემს ოჯახ­ზე, ჩემს ორ ვაჟ­ზე. მე­მუქ­რე­ბოდ­ნენ, თუ არ­მა­ზი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი კრი­ტი­კუ­ლი სტა­ტი­ე­ბის წე­რას თავს არ და­ა­ნე­ბებს, სა­მუ­შაო ად­გი­ლებს და­გა­კარ­გვი­ნებთ და მხო­ლოდ ამას არ დავ­ჯერ­დე­ბი­თო. არ­მა­ზი კი შე­უ­პო­ვა­რია და მწვა­ვე წე­რი­ლე­ბის წე­რას თა­ვი არ და­ა­ნე­ბა. მე­უბ­ნე­ბო­და, მა­მა, ჟურ­ნა­ლის­ტი ვარ და ჩემს მო­ვა­ლე­ო­ბას ვას­რუ­ლე­ბო. არა­და, რამ­დენ­ჯერ­მე ვთხო­ვე, შეშ­ვე­ბო­და ამ საქ­მეს, რად­გან მუ­ქა­რა მუ­ქა­რა­ზე მომ­დი­ო­და. გარ­და­ბან­ში ერ­თ-ერთ ობი­ექ­ტზე ვმუ­შა­ობ და ჩემს სამ­სა­ხურ­თან სარ­წყავ არ­ხში წყლის ადი­დე­ბის შე­დე­გად უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი და­ზა­რალ­და. ზოგს დაპ­რე­სი­ლი თი­ვა ჩა­ულ­პა, ზოგ­საც ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლი და ფრინ­ვე­ლი ამო­უწყ­და. ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს ჰპირ­დე­ბო­და, რომ შე­იქ­მნე­ბო­და სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სია და ზა­რალს აუ­ნაზღ­ა­უ­რებ­დნენ. 5-6 თვის გას­ვლის შემ­დეგ ყვე­ლა­ზე უფ­რო და­ზა­რა­ლე­ბულ­ზე, რო­მელ­საც გა­უ­ფუჭ­და უამ­რა­ვი თი­ვა და და­ე­ხო­ცა ცხვა­რი და ფრინ­ვე­ლი, არ­მაზ­მა მთხო­ვა, გა­მე­გო, რა თან­ხით და­ეხ­მა­რა მას ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. ვკითხე და მი­პა­სუ­ხა, არა­ფე­რი მო­უ­ცი­ათ, თუმ­ცა, მპირ­დე­ბი­ა­ნო. თურ­მე და­ზა­რა­ლე­ბულ­თათ­ვის ბი­უ­ჯე­ტი­დან 4 მლნ ლა­რი გა­მო­უყ­ვი­ათ, მაგ­რამ ამ ხალ­ხის­თვის არა­ფე­რი მი­უ­ცი­ათ. ეს ჩემ­მა შვილ­მა რომ გა­ი­გო, საკ­მა­ოდ მწვა­ვე სტა­ტია და­წე­რა, ხე­ლი­სუ­ფალ­ნი ამ ხალხს თვალ­ში ნა­ცარს რა­ტომ აყ­რი­ან, ერ­თი მი­ლი­ო­ნი მა­ინც მი­გე­ცათ გა­ჭირ­ვე­ბუ­ლე­ბის­თვის და სა­მი შე­გე­ჭა­მა­თო. ამ სტა­ტი­ის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბი­დან სა­მი დღის შემ­დეგ და­მი­რე­კა ჩემ­მა ნაც­ნობ­მა და შეხ­ვედ­რა­ზე შე­მი­თან­ხმდა. ის ორ უც­ნობ ადა­მი­ან­თან ერ­თად მე­ახ­ლა სამ­სა­ხურ­ში. მა­შინ­ვე მივ­ხვდი, რა­შიც იყო საქ­მე. ვუთხ­ა­რი, არ­მა­ზის საქ­მი­ა­ნო­ბას­თან არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ მაქ­ვს-მეთ­ქი. უც­ნო­ბებ­მა ამიხ­სნეს, შენ პრობ­ლე­მა არ შე­გექ­მნე­ბა, მაგ­რამ შენს უფ­როს ვაჟს არა მხო­ლოდ სამ­სა­ხუ­რი­დან გა­ვაგ­დე­ბი­ნებთ, არა­მედ ცი­ხე­შიც გავ­გზავ­ნით, ხო­ლო უმ­ცროს ვაჟს, რო­მე­ლიც ტე­ლე­ფო­ნე­ბის შემ­კე­თე­ბე­ლი­ა, ერ­თ-ერთ გა­ფუ­ჭე­ბულ ტე­ლე­ფონ­ში ნარ­კო­ტი­კს ვუ­პო­ვით და იმა­საც ცი­ხე­ში გავ­გზავ­ნი­თო. აი, ასეთ ტე­რორ­ში გვი­წევ­და ცხოვ­რე­ბა. გარ­და ამი­სა, რო­დე­საც ვე­ნა­ში გი­გი უგუ­ლა­ვას მე­უღ­ლემ იმ­შო­ბი­ა­რა, ავ­სტრი­ა­ში იყ­ვნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სხვა წევ­რე­ბიც, მათ შო­რის გია ბა­რა­მი­ძე, ერეკ­ლე კო­დუ­ა, გი­გი წე­რე­თე­ლი და სხვე­ბი.­ არ­მაზ­მა ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­ზეთ­ში და­წე­რა - გა­მო­იკ­ვლი­ა, რა თან­ხა დაჯ­და ხე­ლი­სუ­ფალ­თა რამ­დე­ნი­მედღ­ი­ა­ნი ცხოვ­რე­ბა ავ­სტრი­ის დე­და­ქა­ლაქ­ში. ამ ამ­ბის შემ­დეგ კი­დევ უფ­რო გამ­ძაფ­რდა მუ­ქა­რა - შე­ნი შვი­ლი გა­ა­ჩუ­მე­ო!

- რო­გორც ვი­ცი, არ­მა­ზი და­პა­ტიმ­რე­ბამ­დე რამ­დე­ნიმე დღით ად­რე ნა­ხეთ.

- 23 ნო­ემ­ბერს, გი­ორ­გო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე, ყვე­ლა ჩემ­თან შე­ვიკ­რი­ბეთ და ეს დღე აღ­ვნიშ­ნეთ. სხვა­თა შო­რის, იმ დღე­საც ვკითხ­ე, შვი­ლო, ხომ არა­ფე­რი გი­ჭირ­ს-მეთ­ქი, რად­გან ბო­ლო დროს ანერ­ვი­უ­ლე­ბუ­ლი მეჩ­ვე­ნე­ბო­და. მი­პა­სუ­ხა, არა­ფე­რი მი­ჭირ­სო. მე­ო­რე დღეს, 24 ნო­ემ­ბერს კი, შე­ვიტყ­ვე, რომ არ­მა­ზი და­ჭე­რი­ლი­ა. არა­და, 25 ნო­ემ­ბერს გა­ერ­თიან­ე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის მი­ტინ­გი უნ­და ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო, სა­დაც არ­მა­ზიც უნ­და ყო­ფი­ლი­ყო. ­არ­მა­ზი კონ­სერ­ვა­ტიუ­ლი პარ­ტი­ის წევ­რიც იყო, ამი­ტომ ვთხოვ ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რომ გა­და­ხე­დოს საქ­მეს, რად­გან დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჩე­მი შვი­ლი წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რეპ­რე­სი­ე­ბის მსხვერ­პლი გახ­და. არ­მაზს ორი შვი­ლი ჰყავს, რომ­ლე­ბიც მა­მის და­პა­ტიმ­რე­ბის შემ­დეგ გა­ოგ­ნე­ბუ­ლი არი­ან... ბავ­შვებს მოვ­ლა-­პატ­რო­ნო­ბა, მა­მა სჭირ­დე­ბათ...

- თქვით, და­პა­ტიმ­რე­ბამ­დე არ­მა­ზი აფო­რი­ა­ქე­ბუ­ლი იყო, რა­ღა­ცა­ზე ნერ­ვი­უ­ლობ­და­ო.

- ნამ­დვი­ლად ასე იყო, ვერ ვცნობ­დით. და­კა­ვე­ბის შემ­დეგ მას­თან ად­ვო­კა­ტი რომ შე­ვი­და, არ ახ­სოვ­და, რა მოხდა...

ირაკ­ლი გაბ­რი­ჭი­ძე, არ­მაზ ხარ­ძი­ა­ნის ად­ვო­კა­ტი: - არ­მაზ ხარ­ძი­ა­ნი და­ა­კა­ვეს 2010 წლის 24 ნო­ემ­ბერს, რა­მაც, რო­გორც ყვე­ლას, ასე­ვე მეც, შო­კი მომ­გვა­რა. არა­და, მე­ო­რე დღეს თბი­ლის­ში ოპო­ზი­ცი­ის მი­ტინ­გი იგეგ­მე­ბო­და და ვი­ფიქ­რე, რომ მას ან ნარ­კო­ტი­კი ჩა­უ­დეს, ან - ია­რა­ღი, რად­გან აქ­ტი­უ­რი ჟურ­ნა­ლის­ტი და კონსერვატიული პარ­ტიის "წევ­რი იყო. მაგ­რამ ჩემ­და მო­უ­ლოდ­ნე­ლად, აღ­მოჩ­ნდა, რომ არ­მა­ზი ყა­ჩა­ღო­ბის გა­მო და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბის ვერ­სი­ით არ­მა­ზი ყაზ­ბე­გის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ლომ­ბარ­დის და­ყა­ჩა­ღე­ბას აპი­რებ­და, მაგ­რამ ამ ლომ­ბარ­დის ერ­თ-ერ­თმა თა­ნამ­შრო­მელ­მა მო­ა­ხერ­ხა გა­რეთ გა­მოს­ვლა და ოთახ­ში არ­მა­ზის გა­მომ­წყვდე­ვა, რაც ჩემ­თვის სარ­წმუ­ნო არ არის...

- ასე ად­ვი­ლად შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ანს დას­წა­მო ყა­ჩა­ღო­ბა?

- რო­დე­საც ადა­მი­ანს პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით დევ­ნი, მას ნე­ბის­მი­ერ და­ნა­შა­ულს დას­წა­მებ. არ­მაზ ხარ­ძი­ან­მა ახ­ლა­ხან, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის, ანუ მას შემ­დეგ, რაც ცი­ხე­ებ­ში პა­ტიმ­რებ­ზე ზე­წო­ლა შეწყ­და, გა­ნაცხ­ა­და, რომ რო­დე­საც ვა­კე-­სა­ბურ­თა­ლოს პო­ლი­ცი­ის იმ­ჟა­მინ­დელ უფ­როსს ვუთხ­ა­რი, შე­გეძ­ლოთ ნარ­კო­ტი­კი ჩა­გე­დოთ და ისე და­გე­ჭი­რე­თო. სა­მარ­თალ­დამ­ცველს უპა­სუ­ხი­ა, რად­გან წარ­მო­შო­ბით სვა­ნი ხარ, ად­ვი­ლი და­სა­ჯე­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, ყა­ჩა­ღო­ბას რომ ჩა­ი­დენ­დი­ო.

ახ­ლა აგიხ­სნით, რო­გორ ხდე­ბა ყა­ჩა­ღო­ბის ინ­სცე­ნი­რე­ბა და შემ­დეგ დაბ­რა­ლე­ბა. ­ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს და­ი­ბა­რებ ან სხვა გზით მი­იყ­ვან კონ­კრე­ტულ ად­გილ­ზე, ან, უბ­რა­ლოდ, თვალ­თვა­ლის შემ­დეგ და­ი­ნა­ხავ, სად და­დის ხში­რად. შემ­დეგ იქ და­ა­ხვე­დრე­ბენ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც კონ­კრე­ტულ ქმე­დე­ბას ჩა­ი­დე­ნენ, ანუ და­ახ­ლო­ე­ბით ისეთს, რაც არ­მაზს გა­უ­კე­თეს. ლომ­ბარ­დის გვერ­დით არის სურ­სა­თის მა­ღა­ზი­ა. რე­ა­ლუ­რად არ ვი­ცით, არ­მა­ზი ლომ­ბარ­დში იყო მი­სუ­ლი თუ მა­ღა­ზი­ა­ში. და­ვუშ­ვათ, ლომ­ბარ­დში იმ­ყო­ფე­ბო­და. კაცს, თუ და­ყა­ჩა­ღე­ბა უნ­და, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ლომ­ბარ­დის ერ­თი პა­ტა­რა ოთა­ხი­დან გა­ექ­ცეს თა­ნამ­შრო­მე­ლი ქა­ლი, კა­რი გა­რე­დან ჩა­უ­კე­ტოს ანუ და­ამ­წყვდი­ოს?.. ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ გამოიძახებენ პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს და მორ­ჩა, ყა­ჩა­ღო­ბის ფაქ­ტზე და­ჭე­რი­ლი ხარ. არ­მა­ზის­თვის ნარ­კო­ტი­კი ან ია­რა­ღი რომ ჩა­ე­დოთ, არა­ვინ და­ი­ჯე­რებ­და და ეს თვი­თო­ნაც მშვე­ნივ­რად იცოდ­ნენ, ამი­ტო­მაც­ აქ­ცი­ეს ყა­ჩა­ღად: და­კა­ვე­ბის შემ­დეგ მას ბრა­ლი არა ერთ, არა­მედ ყა­ჩა­ღო­ბის სამ ეპი­ზოდ­ში წა­უ­ყე­ნეს. ერ­თ-ერ­თი ბრალ­მდე­ბე­ლი იყო მწვა­ნი­ლის გამ­ყიდ­ვე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი, რომ­ლის­თვი­საც ქუ­ჩა­ში ბიჭს 50 ლა­რი წა­ურ­თმე­ვია და ამ ქალ­ბა­ტონ­მა არ­მა­ზი "ა­მო­იც­ნო". წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­სა­მარ­თლო­ში ამ ყვე­ლა­ფ­რის უარ­ყო­ფა ძა­ლი­ან ძნე­ლი იყო. დღეს კი ვაცხ­ა­დებ, რომ არ­მაზ ხარ­ძი­ა­ნი არის პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყა­ჩა­ღო­ბა­ში ედე­ბა ბრა­ლი. ამი­ტო­მაც, მი­მაჩ­ნი­ა, რომ მი­სი საქ­მე დაწ­ვრი­ლე­ბით არის შე­სას­წავ­ლი და ხელახლა გა­მო­სა­ძი­ე­ბე­ლი.

- არ­სე­ბობს არ­მა­ზის აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბა...

- არ­მა­ზი თავ­და­პირ­ვე­ლად, დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებ­და, თუმ­ცა შემ­დეგ, რო­გორც ხდე­ბო­და ხოლ­მე, აღი­ა­რა და მი­უ­სა­ჯეს 10 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა. რომ არ ეღი­ა­რე­ბი­ნა და­ნა­შა­უ­ლი, საპ­რო­ცე­სო გა­რი­გე­ბა არ მოხ­დე­ბო­და და 10 წლის ნაც­ვლად 25 წელს მი­უს­ჯიდ­ნენ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, იმ პი­რო­ბებ­ში, რაც წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს ცი­ხე­ებ­ში ხდე­ბო­და, პა­ტიმ­რე­ბი აღი­ა­რე­ბას აღი­ა­რე­ბა­ზე იძ­ლე­ოდ­ნენ თა­ვის გა­და­სარ­ჩე­ნად. ამი­ტომ, რად­გან დღეს ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცია შეც­ვლი­ლი­ა, უფ­რო მე­ტი დაკ­ვირ­ვე­ბით უნ­და გა­და­ი­ხე­დოს თი­თო­ე­უ­ლი საქ­მე, თუნ­დაც პა­ტიმ­რის მი­ერ აღი­ა­რე­ბუ­ლი.

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"