აფრასიძეების საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით პროკურატურაში განცხადება შევა

აფრასიძეების საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით პროკურატურაში განცხადება შევა

მთავარ პროკურატურაში აფრასიძეეების საქმის ხელახალი გამოძიების დაწყების მოთხოვნით დღეს განცხადება შევა.

აფრასიძეების გახმაურებული საქმის განმეორებითი და მიუკერძოებელი გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით პროკურატურაში განცხადებას დღეს, 12:00 საათზე ადვოკატები ირმა ჭკადუა და მალხაზ ჯანგირაშვილი შეიტანენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ირმა ჭკადუამ განუცხადა, განცხადება აფრასიძეების საქმესთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის, ზურაბ ადეიშვილისა და გიორგი ბარამიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითვალისწინებს.

გარდა ამისა, მთავარ პროკურატურასთან 12:00 საათზე ბრიფინგიც გაიმართება, რომელსაც ევგენი აფრასიძის მეუღლე დოდო აფრასიძე დაესწრება.

მესტიის რაიონის სოფელ ეცერში სპეცოპერაცია 2004 წლის 5 მარტს ჩატარდა. მაშინ შს მინისტრი გიორგი ბარამიძე იყო.

ადვოკატების ცნობით, დაიბომბა აფრასიძეების საცხოვრებელი სახლი. ადგილზე დაიღუპა ომეხ აფრასიძე, ხოლო მისი მამა ევგენი დაიჭრა და ცეცხლწაკიდებულ სახლში ცოცხლად დაიწვა. მაშინ სამართალდამცავებმა დააკავეს დაჭრილი გოჩა და შმაგი აფრასიძეები. დაკავებულები პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით გაასამართლეს. მათ 20 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ