მიხეილ სააკაშვილი მთავრობას ნიგვზიანში ვითარების განმუხტვისკენ მოუწოდებს

მიხეილ სააკაშვილი მთავრობას ნიგვზიანში ვითარების განმუხტვისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავრობას მოუწოდებს, ნიგვზიანში განვითარებულ მოვლენებს ადგილზე გაეცნოს და ვითარების განსამუხტად შესაბამისი ზომები მიიღოს.

პრეზიდენტის თქმით, დაძაბულობას, რომელიც იმის გამო წარმოიქმნა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა აჭარიდან ჩასახლებულ მუსლიმან ეკომიგრანტებს ლოცვის საშუალებას არ აძლევს, ხელოვნური ხასიათი აქვს.

სააკაშვილის განცხადებით, სამართალდამცველებმა ყველა ღონე უნდა იხმარონ, რათა მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს და ქვეყანაში სამოქალაქო მშვიდობა შენარჩუნდეს.

ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნიგვზიანში ადგილობრივები აჭარიდან ჩასახლებულ მუსლიმებს ლოცვის საშუალებას არ აძლევენ. სოფლის მოსახლეობა იმ სახლთან არიან შეკრებილი, სადაც ეკომიგრანტებმა სამლოცველო გახსნეს.

როგორც ნიგვზიანელები ამბობენ, "მათ მიწა-წყალზე მუსლიმებს ლოცვის საშუალებას არ მისცემენ და სადაც უნდა იქ ილოცონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ისინი სისხლისღვრით იმუქრებიან".

თავად სამლოცველოს მეპატრონე არჩილ კახაძე კი ამბობს, რომ ისინი ლოცვას მაინც აღავლენენ, რადგან ამის კანონიერი უფლება აქვთ, ადგილობრივებს კი მათთვის ლოცვის აკრძალვის უფლება არ აქვთ.

დღეს ნიგვზიანში იმყოფებოდა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფტი ჯემალ პაქსაძეც.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა