რამდენი პატიმარია საქართველოში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

რამდენი პატიმარია საქართველოში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

ორგანიზაცია "ციხეების შესწავლის საერთაშორისო ცენტრის" (International Centre for Prison Studies) მონაცემებით, თუ 2003 წელს 100 ათას მოსახლეზე 148 პატიმრით, საქართველო 59-ე ადგილს იკავებდა 155 სახელმწიფოს შორის, 2012 წლისთვის, 100 ათას მოსახლეზე 514 პატიმრით, საქართველო უკვე მესამე ადგილზეა 216 ქვეყანას შორის.

ბოლო შვიდი წლის განმავლობაში საქართველოში 115 418 ადამიანი გასამართლდა და პატიმართა რიცხვი საგანგაშოდ არის გაზრდილი, რასაც ევროკავშირის მონაცემები და რეკომენდაციებიც ადასტურებს.

2012 წლის მონაცემებით, საქართველო პატიმართა რაოდენობით (100 000 მოსახლეზე 514 პატიმარი) მსოფლიოში - მესამე, ხოლო ევროპაში პირველ ადგილზეა.

საქართველო

პატიმრების რაოდენობა - 23.227 (100 000 ადამიანზე 514 პატიმარი).

წინასწარი პატიმრობა მისჯილი აქვს 5,4%-ს. ქალი პატიმარი - 5,1%,

არასრულწლოვანი პატიმარი - 0,7%, უცხოელი პატიმარი - 1,3%.

ქვეყანაში ფუნქციობს სასჯელაღსრულების 18 დაწესებულება, სადაც 23 100 ადგილია.

რუსეთი

პატიმრების რაოდენობა - 717.400 (100 000 ადამიანზე 502 პატიმარი).

წინასწარი პატიმრობა მისჯილი აქვს - 15,2%-ს. ქალი - 8,2%, არასრულწლოვანი პატიმარი - 0,9%, უცხოელი - 4,2%. 1029 დაწესებულება 949 45 ადგილით.

ამერიკის შეერთებული შტატები

პატიმრების რაოდენობა - 2.266.832 (100 000 ადამიანზე 730 პატიმარი).

წინასწარი პატიმრობა მისჯილი აქვს - 21,5%-ს. ქალი - 8,7%, არასრულწლოვანი - 0,4%, უცხოელი - 5,9%.

აშშ-ში სულ 4.575 ციხეა 2.134.000 ადგილით.

რუანდა

პატიმრების რაოდენობა - 58.461 (100.000 ადამიანზე 527 პატიმარი).

წინასწარ პატიმრობა მისჯილი აქვს 26,9 პროცენტს. ქალი - 14,5%, არასრულწლოვანი - 0,4, უცხოელი - 0,3%.

ქვეყანაში სულ 14 ციხეა 56 900 ადგილით.

საფრანგეთი

პატიმრების რაოდენობა - 67.373 (100 000 მოსახლეზე 102 პატიმარი).

აქედან წინასწარი პატიმრობა მისჯილი აქვს - 25,4 პროცენტს. ქალი - 3,4%, არასრულწლოვანი - 1,2%, უცხოელი - 17,8%.

ქვეყანაში არის 191 ციხე 57 408 ადგილით.

შვეიცარია

პატიმრების რაოდენობა - 6.065 (100 000 მოსახლეზე 76 პატიმარი).

წინასწარი პატიმრობა მისჯილი აქვს - 38,9 პროცენტს. ქალი - 5,3%, არასრულწლოვანი - 1,4, უცხოელი - 71,4%.

ქვეყანაში არის 113 ციხე 6 660 ადგილით.

ნორვეგია

პატიმრების რაოდენობა - 3.602 (100 000 მოსახლეზე 73 პატიმარი).

წინასწარ პატიმრობა მისჯილი აქვს 27,2 პროცენტს. ქალი - 5,8%, არასრულწლოვანი 0,2%, უცხოელი - 32,5%.

ქვეყანაში არის 42 ციხე 3 826 ადგილით.

ავსტრია

პატიმრების რაოდენობა - 8.694 (100.000 მოსახლეზე 104 პატიმარი).

წინასწარ პატიმრობა მისჯილი აქვს 21,2 პროცენტს. ქალი - 6,7%, არასრულწლოვანი - 1,6%, უცხოელი - 46,4%.

ქვეყანაში არის 27 ციხე 8 868 ადგილით.

იტალია

პატიმრების რაოდენობა - 66.568 (100.000 მოსახლეზე 109 პატიმარი).

წინასწარი პატიმრობა მისჯილი აქვს - 40,2 პროცენტს. ქალი - 4,2%, არასრულწლოვანი - 0,7%, უცხოელი - 35,8%.

ქვეყანაში არის 225 ციხე 45 849 ადგილით.

ბელორუსი

პატიმრების რაოდენობა - 41.525 (100.000 მოსახლეზე 438 პატიმარი).

წინასწარი პატიმრობა მისჯილი აქვს 14,9 პროცენტს. ქალი - 6,8%, არასრულწლოვანი - 0,7%, უცხოელი - 3,1%.

ქვეყანაში არის 34 ციხე 42 894 ადგილით.

აზერბაიჯანი

პატიმრების რაოდენობა - 36.891 (100.000 ადამიანზე 407 პატიმარი).

წინასწარი პატიმრობა მისჯილი აქვს - 1,9 პროცენტს. ქალი - 1.9%, არასრულწლოვანი - 0,1%, უცხოელი - 2,5%.

ქვეყანაში არის 53 ციხე 27 841 ადგილით.

სომხეთი

პატიმრების რაოდენობა - 4.812 (100.000 მოსახლეზე 155 პატიმარი).

წინასწარი პატიმრობა მისჯილი აქვს 26,0 პროცენტს. ქალი - 4,1%, არასრულწლოვანი - 2,6%, უცხოელი - 3,3%.

ქვეყანაში არის 13 ციხე 4 395 ადგილით.

ცნობისათვის

მსოფლიოში საუკეთესოდ მიიჩნევა ნორვეგიის სასჯელაღსრულების დაწესებულება, რომლის მშენებლობა და კეთილმოწყობა 10 წელს გაგრძელდა და რომელზეც 252 მილიონი დოლარი დაიხარჯა. კომპლექსში განთავსებულია სპორტული დარბაზი, ხმის ჩამწერი სტუდია, ბიბლიოთეკა, კოტეჯები ახლობლებთან შესახვედრად და სხვ. მეორე ადგილზეა ავსტრიის პენიტენციური დაწესებულება, რომლის მშენებლობაც 2004 წელს დასრულდა. ის ყველაზე კეთილმოწყობილ ციხედ ითვლება მსოფლიოში და, როგორც ამბობენ, ხუთვარსკვლავიან სასტუმროს უფრო ჰგავს, ვიდრე სასჯელაღსრულების დაწესებულებას.

პატიმართა რიცხვი საქართველოში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში:

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ