შესაძლოა, პრეზიდენტის რეზიდენციაში სასტუმრო გაკეთდეს

შესაძლოა, პრეზიდენტის რეზიდენციაში სასტუმრო გაკეთდეს

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტის რეზიდენციაში სასტუმრო გაკეთდეს. ამის შესახებ მინისტრმა ტელეკომპანია "მაესტროსთან" საუბარში განაცხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილება, რომ ავლაბრის სასახლე ქვეყნის პირველი პირის რეზიდენცია აღარ იქნება, უკვე მიღებულია.

"აბსოლუტურად შესაძლებელია, პრეზიდენტის ზოგიერთი რეზიდენცია რომელიმე კომპანიას გადაეცეს, რომელიც ინვესტირებას განახორციელებს და მას დანიშნულებას შეუცვლის. ამაზე ახლა კონკრეტული საუბარი ნაადრევია, თუმცა, არსებობს გარკვეული მოსაზრებები. უშუალოდ ავლაბრის რეზიდენციაში სრულიად შესაძლებელია სასტუმრო გაკეთდეს - ის საკმაოდ საინტერესო ადგილზეა, თბილისის ისტორიულ ცენტრში, იქიდან კარგი ხედებია. მთავარია, რომ ეს ხელს არ შეუშლის პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას", - განაცხადა ხადურმა.

მისივე ინფორმაციით, "ცალკე ოფისს" იმზადებდა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილიც. "ის თავისთვისაც ცალკე ოფისს იმზადებდა და ამ მიზნით ორბელიანის მოედანზე მდებარე აშშ-ის საელჩოს ყოფილ შენობას არემონტებდა, რომელშიც 30 მილიონი უკვე დახარჯულია", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა