ქუთაისის ციხეში პატიმარი გარდაიცვალა

ქუთაისის ციხეში პატიმარი გარდაიცვალა

ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარი გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო ავრცელებს.

ოფიციალური ინფორმაციით, 57 წლის მსჯავრდებული ა.ბ, რომელიც ქუთაისის N2 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იყო მოთავსებული, დღეს, 06:20 საათზე, დაიღუპა.

"2012 წლის 6 ნოემბერს 05:25 საათზე მსჯავრდებულმა თავი იგრძნო ცუდად, გამოძახებული იქნა ექიმი, დაფიქსირდა არტერიული წნევა 240/120, ჰიპერტონიული კრიზი, სტენოკარდია. მას ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა და პარალელურად გამოძახებული იქნა სასწრაფო დახმარება, მიუხედავად გატარებული ღონისძიებებისა მჯავრდებულის გადარჩენა ვერ მოხერხდა. აღნიშნული ფაქტის შესახებ უკვე ინფორმირებული არიან გარდაცვლილი პატიმრის ოჯახის წევრები", - ნათქვამია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ