ბაჩო ახალაია - სოზარ სუბარს ძალიან ბევრ რაღაცაზე წარმოდგენა არ აქვს

 ბაჩო ახალაია - სოზარ სუბარს ძალიან ბევრ რაღაცაზე წარმოდგენა არ აქვს

სოზარ სუბარს ძალიან ბევრ რაღაცაზე წარმოდგენა არ აქვს, - ასე გამოეხმაურა "ინტერპრესნიუსსთან" საუბარში შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია სასჯელაღსრულების უწყების ხელმძღვანელის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ახალაიას პასუხისგებისთვის მხოლოდ "ციხის ბუნტიც" საკმარისია.

მისივე განმარტებით, ის მზადაა თუნდაც "ციხის ბუნტთან" დაკავშირებით ნებისმიერ შეკითხვას უპასუხოს.

"სოზარ სუბარმა ასეთი შეფასებებისგან თავი უნდა შეიკავოს. რა იცის მან, რა არის საკმარისი ვინმეს პასუხისმგებლობისთვის? დიდი ბოდიშის მოხდით, მე მგონი ძალიან ბევრ რაღაცაზე ამ ადამიანს წარმოდგენა არ აქვს. არ არის პრობლემა, ციხის ბუნტზეც სიამოვნებით ვუპასუხებ ყველა სახის შეკითხვას. მიპასუხია ერთხელ, ვიყავი სასამართლოზე და კიდევ ვუპასუხებ. მე ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ", - განმარტა ახალაიამ.

რაც შეეხება მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილი განცხადებას, რომ ახალაია დაკითხვაზე იქნება დაბარებული, შს საქმეთა ყოფილი მინისტრის თქმით, "ამაში არანაირი პრობლემა არ არსებობს".

"როგორც კი დამიბარებენ, მივალ და რა კითხვებიც იქნება, ვუპასუხებ. ვინც არ უნდა იყოს პროკურორი, მნიშვნელობა არ აქვს", - აღნიშნა ახალაიამ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა