პრეზიდენტის ავიაცია

პრეზიდენტის ავიაცია

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია აცხადებენ, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დამატებითი თვითმფრინავის შენახვა თავდაცვის სამინისტროს ძალიან ძვირი უჯდება და მისი შესაძენი თანხა, რამდენიმე ათეული მლნ ლარი, ჯერ კიდევ გადაუხდელია. ამასთან, მიმდინარეობს მოკვლევა, რა ჯდება პრეზიდენტის თვითმფრინავების მომსახურება.

საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილმა, ალბათ, არ იცოდა, რომ მისი ქვეყნის პრეზიდენტს ორი თვითმფრინავი ემსახურება, რაც საქართველოსნაირი ქვეყნისთვის მართლაც წარმოუდგენელი ფუფუნებაა.

საერთოდ, პრეზიდენტის ლტოლვა "დიდი ავიაციისკენ", კარგა ხანია, ცნობილია. გაპრეზიდენტებისთანავე სააკაშვილმა ჯერ საბრძოლო ავიაციის პილოტების სავარძლები გამოცადა - მან ორადგილიანი Су-25-ითა და საბრძოლო შვეულმფრენ Ми -24-ით იფრინა, შემდეგ კი მის განკარგულებაში სპეციალური სამგზავრო თვითმფრინავიც გაჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ "ვარდების რევოლუციის" გარიჟრაჟზე "ნაციონალების" ლიდერები ჩვეულებრივი სამგზავრო ლაინერებით ფრენას ჰპირდებოდნენ საზოგადოებას.

პირველი სამგზავრო თვითმფრინავი, რომლითაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა საზღვარგარეთ დაიწყო ფრენა, კანადური ფირმა "ბომბარდიერის" ორძრავიანი რეაქტიული Challenger 850 იყო.

ამ თვითმფრინავს, პრეზიდენტის ინიციატივით, "სოხუმი" უწოდეს და ის რეისებს, ძირითადად, თბილისიდან ევროპაში ახორციელებდა. მისი ფრენის სიშორე 3 ათას კმ-ს შეადგენდა (დატვირთვის მიხედვით) და პრეზიდენტი სააკაშვილი გაჩერებისა და საწვავის შევსების გარეშე ამ თვითმფრინავით ევროპას ვერ გასცდებოდა.

შეიძლება სწორედ ეს იყო მთავარი მიზეზი, რომ პრეზიდენტის გარემოცვამ მისთვის ისეთი სამგზავრო ლაინერის ძებნა დაიწყო, რომელსაც ატლანტის ოკეანეზე გადაფრენა შეეძლებოდა.

სახელი "სოხუმი" პრეზიდენტის თვითმფრინავ Challenger 850-ს 2011 წლის მაისამდე ერქვა, ხოლო ივნისში ეს სახელი, ისევე როგორც მისი საბორტე ნომერი 4L-გაფ-ი ახალნაყიდ Gulfstream G450-ს მიენიჭა.

მაშინ გავრცელდა ინფორმაცია თითქოს სააკაშვილისთვის ნაყიდ "გოლფსტრიმში" 160 მლნ დოლარი გადაიხადეს. ამ თანხის სიზუსტეზე თავს ვერ დავდებთ, რადგან Gulfstream G450-ის გასაყიდი ფასი მხოლოდ 25-30 მილიონი დოლარია. "გოლფსტრიმის" ამ მოდიფიკაციის სამგზავრო თვითმფრინავს შეუძლია 8 060 კმ იფრინოს, ანუ ევროპიდან ვაშინგტონში ჩაფრინდეს.

თბილისიდან ვაშინგტონამდე პირდაპირი ხაზით 9 300კმ-ზე მეტია და თუკი თბილისიდან აფრენილი "გოლფსტრიმი" საწვავის შესავსებად ევროპაში დაეშვება, ის ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტს დაუბრკოლებლად მიაღწევს.

გარდა თვითმფრინავებისა, პრეზიდენტ სააკაშვილის განკარგულებაშია ფრანგული წარმოების სამგზავრო შვეულმფრენი "ევროკოპტერი" УС-155, რომელიც მას მემკვიდრეობით ექსპრეზიდენტ შევარდნაძისგან ერგო. საქართველოს ტერიტორიაზე პრეზიდენტი, ძირითადად, საზენიტო რაკეტების მოსაგერიებელი თანამედროვე რადიოელექტრონული აპარატურით აღჭურვილი ამ კომფორტაბელური შვეულმფრენით დაფრინავს (როგორც ამბობენ, ეს ძვირად ღირებული აპარატურა პრეზიდენტის შვეულმფრენისთვის თავის დროზე სწორედ ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა).

იხილეთ ვრცლად

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"