ბაჩო ახალაია დღეს, 20.30 საათზე მთავარ პროკურატურაშია დაბარებული

ბაჩო ახალაია დღეს, 20.30 საათზე მთავარ პროკურატურაშია დაბარებული

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ მოკვლევა დაიწყო, - ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით ბაჩო ახალაია დღეს, 20:30 საათზე უწყებაში დაკითხვაზეა დაბარებული. "საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაწყებულია და მიმდინარეობს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე. ბატონ ბაჩანა ახალაიას უკვე გაეგზავნა შეტყობინება, რომ 20.30 საათზე მოწმის სახით დაბარებულია მთავარ პროკურატურაში. როცა მოვა, მოხდება მისი მოწმის სახით დაკითხვა", - აღნიშნა კბილაშვილმა.

მისივე განმარტებით, საქმე ეხება ცალკეულ პირთა მიმართ მოპყრობის არასწორ ფორმებს. კბილაშვილმა დეტალები არ დააკონკრეტა. "თუ რას შეეხება საქმე, კონკრეტულად ამ ინფორმაციის გავრცელება აკრძალულია. საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით მხოლოდ ის ინფორმაცია შეიძლებოდა ყოფილიყო საჯარო, რაც მოგაწოდეთ", - დასძინა კბილაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა