ნუგზარ წიკლაური დიმიტრი შაშკინსა და ზურაბ ადეიშვილს ურჩევს, საქართველოში დაბრუნდნენ

ნუგზარ წიკლაური დიმიტრი შაშკინსა და ზურაბ ადეიშვილს ურჩევს, საქართველოში დაბრუნდნენ

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ნუგზარ წიკლაური თავდაცვისა და იუსტიციის ყოფილ მინისტრებს, დიმიტრი შაშკინსა და ზურაბ ადეიშვილს ურჩევს, ბაჩო ახალაიას მიბაძონ და საქართველოში თავადაც დაბრუნდნენ.

"არ ვიცი რას აპირებენ ისინი, მაგრამ ვფიქრობ, მათაც უნდა მიიღონ ზნეობრივი გადაწყვეტილებები და წარდგნენ ქართველი ხალხის წინაშე. როგორი დიდიც არ უნდა იყოს საფრთხე, როგორი დიდიც არ უნდა იყოს უსამართლობა, როგორი დიდიც არ უნდა იყოს ის ცილისმწამებლური კამპანია, რომელიც მიმდინარეობს, ვფიქრობ, ქართველი ხალხია ამ ქვეყანაში უზენაესი მსაჯული", - განაცხადა წიკლაურმა "პოლიტმეტრთან" საუბარში.

მისივე თქმით, ნებისმიერმა ადამიანმა უნდა შესვას ის "მწარე სასმელი", რომელსაც განსაცდელი ჰქვია და გაუძლოს დაკავებასაც, თუკი ეს მოხდება.

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია წუხელ, გვიან ღამით, პროკურატურაში დაკითხვის შემდეგ დააკავეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ადვოკატ დავით დეკანოიძის ინფორმაციით, ახალაია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის III ნაწილის საფუძველზე დააკავეს, რაც უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა