მანანა კობახიძე - რევანში არაფერ შუაშია

 მანანა კობახიძე - რევანში არაფერ შუაშია

რევანში აქ არაფერ შუაშია, - ასე პასუხობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე უმცირესობის წევრის, ნუგზარ წიკლაურის შეფასებას იმის თაობაზე, რომ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ გამოძიების დაწყება ზუგდიდში არჩევნების წაგების გამო პირადად ირაკლი ალასანიას პოლიტიკური შურისძიებაა.

"უმცირესობას სხვა არაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ ასეთი განცხადებები აკეთოს. რევანში არაფერ შუაშია. ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა თავიდანვე გააკეთა განცხადება, რომ არანაირი პოლიტიკური დევნა არ იქნება, მაგრამ ვისაც ჩადენილი აქვს დანაშაული, მან პასუხი უნდა აგოს. აქედან გამომდინარე, პოლიტიკურ შურისძიებაზე უმცირესობის მხრიდან საუბარი თითიდან გამოწოვილია", - განაცხადა კობახიძემ "მაესტროს" ეთერში, გადაცემა "პოლიტმეტრთან" საუბარში.

რაც შეეხება უშუალოდ ახალაიას დაკითხვაზე დაბარების მოტივს, ვიცე-სპიკერი დარწმუნებულია, რომ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანს ყველაზე მეტი პასუხის გაცემა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის პოსტზე მისი ყოფნის პერიოდთან დაკავშირებით მოუწევს.

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია წუხელ, გვიან ღამით, პროკურატურაში დაკითხვის შემდეგ დააკავეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ადვოკატ დავით დეკანოიძის ინფორმაციით, ახალაია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის III ნაწილის საფუძველზე დააკავეს, რაც უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა