კა­ხა თარ­გა­მა­ძე: "სა­ა­კაშ­ვილს სა­კან­ში მო­ვი­ნა­ხუ­ლებ!"

კა­ხა თარ­გა­მა­ძე: "სა­ა­კაშ­ვილს სა­კან­ში მო­ვი­ნა­ხუ­ლებ!"

ცო­ტა ხნის წინ პარ­ლა­მენ­ტარ­მა აკა­კი (ა­კო) მი­ნაშ­ვილ­მა, პარ­ლა­მენ­ტის ტრი­ბუ­ნი­დან გა­ნაცხ­ა­და, არ მინ­და იმ ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბა, სა­დაც კა­ხა თარ­გა­მა­ძე აპი­რებს დაბ­რუ­ნე­ბას და ცხოვ­რე­ბა­სო... "ყვე­ლა სი­ახ­ლე" და­უ­კავ­შირ­და მოს­კოვ­ში მცხოვ­რებ ყო­ფილ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნისტრ კა­ხა თარ­გა­მა­ძეს, რო­მე­ლიც მრა­ვალ სა­ინ­ტე­რე­სო და სკან­და­ლურ ფაქ­ტზე გვე­სა­უბ­რა:

- ბა­ტო­ნო კა­ხა, ცო­ტა ხნის წინ პარ­ლა­მენ­ტარ­მა აკა­კი მი­ნაშ­ვილ­მა გა­ნაცხ­ა­და, არ მინ­და იმ ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბა, სა­დაც კა­ხა თარ­გა­მა­ძემ უნ­და იცხ­ოვ­რო­სო.

- აკო მი­ნაშ­ვილს გა­და­ე­ცით, დრო­ზე გა­იქ­ცეს სა­ქარ­თვე­ლო­დან! მი­ნაშ­ვილს ათა­სი სი­ბინ­ძუ­რე და და­ნა­შა­უ­ლი აქვს ჩა­დე­ნი­ლი, ისე­ვე რო­გორც მის ნა­ცი­ო­ნალ სი­დედრს. შე­იძ­ლე­ბა აკო სი­დედ­რო­ვიჩ მი­ნაშ­ვილს კა­ხა თარ­გა­მა­ძემ პა­სუ­ხი გას­ცეს? ვინ არის აკო მი­ნაშ­ვი­ლი, რა გა­უ­კე­თე­ბია ქვეყ­ნის­თვის, ბო­რო­ტე­ბის გარ­და? კა­ხა თარ­გა­მა­ძე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და შს მი­ნის­ტრის პოს­ტზე ქუ­ჩი­დან არ მო­სუ­ლა. სწო­რედ ჩე­მი მი­ნის­ტრო­ბი­სას შეძ­ლო ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის დე­პარ­ტა­მენ­ტმა კრი­მი­ნა­ლუ­რი ბა­ნ­დე­ბი­სა და მა­ფი­ო­ზუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის ალაგ­მვა სა­ქარ­თვე­ლო­ში. ასე რომ, გა­მას­წროს სი­დედ­რის კარა­ქი­ა­ნი პუ­რით გა­სუ­ქე­ბულ­მა აკო მი­ნაშ­ვილ­მა მანდედან, თო­რემ თავ­ბედს ვაწყ­ევ­ლი­ნებ...

- ბა­ტო­ნო კა­ხა, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2001 წელს, თქვე­ნი მი­ნის­ტრო­ბი­სას, ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­მა, გი­ორ­გი არ­ვე­ლა­ძემ და პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვილ­მა შუ­ა­ღა­მი­სას პა­ტი­მა­რი გა­მო­იყ­ვა­ნეს საკ­ნი­დან და სას­ტი­კად სცე­მეს. ამ პი­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე არ აღ­ძრუ­ლა. რა­ტომ და­ა­ფა­რეთ ხე­ლი დამ­ნა­შა­ვე­ებს?

- დი­ახ, მათ პა­ტი­მარს სას­ტი­კად სცე­მეს და აი­ძუ­ლებ­დნენ, შე­ეც­ვა­ლა ჩვე­ნე­ბა. ის პა­ტი­მა­რი ცის­კა­რიშ­ვი­ლის გა­ტა­ცე­ბის ერთ-ერ­თი მო­ნა­წი­ლე იყო. ამ საქ­მეს მე კი არა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი აფა­რებ­და ხელს. მე ან­გა­რი­ში გა­ვუ­წიე იმას, რომ შე­იძ­ლე­ბო­და ქვე­ყა­ნა­ში დაღ­ვრი­ლი­ყო სის­ხლი და ამას მო­ვე­რი­დე. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის უცხო ქვეყ­ნე­ბის სპეც­სამ­სა­ხუ­რებს რომ არ და­ე­ჭი­რა მხა­რი, მას არა­ფერს და­ვუთ­მობ­დი. მქონ­და და მაქვს ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და მი­სი გუნ­დის მო­ღა­ლა­ტუ­რი გეგ­მე­ბის და სქე­მე­ბის შე­სა­ხებ, შე­მეძ­ლო ეს ყვე­ლა­ფე­რი ხმა­მაღ­ლა მეთ­ქვა ჩე­მი გა­დად­გო­მის დღეს, მაგ­რამ შე­ვარ­დნა­ძემ ამიკ­რძა­ლა ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი. ორი წლის წინ კი თვი­თონ­ვე გა­ნაცხ­ა­და, კა­ხა თარ­გა­მა­ძე შს მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან რომ არ გა­დამ­დგა­რი­ყო, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ვერ მო­ვი­დო­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, თარ­გა­მა­ძეს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა რომ გა­ე­წი­ა, ფი­­ზი­კუ­რად გა­ა­ნად­გუ­რებ­დნენო. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი კი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის გზით მო­ვი­და. 2003 წლის "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ა" იყო სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბა შე­ვარ­დნა­ძის ძა­ლო­ვა­ნი უწყ­ე­ბის ხელ­მძღვა­ნელ პირ­თა მო­ნა­წი­ლე­ო­ბით.

- ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს თუ იც­ნობთ?

- ამ 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ პრო­ცესს ვაკ­ვირ­დე­ბო­დი, არ მქონ­და იმე­დი, რომ რო­მე­ლი­მე ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს მო­ე­რე­ო­და და ამის შე­სა­ხებ ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს ვე­უბ­ნე­ბო­დი კი­დეც. რო­გორც კი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი გა­მოჩ­ნდა პო­ლი­ტი­კა­ში, ვთქვი, მო­ვი­და სა­ა­კაშ­ვი­ლის აღ­სას­რუ­ლი-­მეთ­ქი. ბა­ტონ ბი­ძი­ნას არას­დროს შევ­ხვედ­რი­ვარ, მაგ­რამ ვი­ცი, რომ ყვე­ლა­ფერს ისე გა­ა­კე­თებს, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს და ქარ­თველ ხალხს წა­ად­გე­ბა და ჩემს მო­ნატ­რე­ბულ ქვე­ყა­ნას ფეხ­ზე და­ა­ყე­ნებს. არ­ჩევ­ნებ­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წარ­მა­ტე­ბა კი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის თანადგომამ და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სა­ხელ­მა გა­ნა­პი­რო­ბა. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მხარ­დამ­ჭერ­მა ამე­რი­კამ კარ­გად და­ი­ნა­ხა 29 სექ­ტემ­ბერს ქუ­ჩა­ში გა­მო­სუ­ლი 500 ათა­სი კა­ცი, და ზე­სა­ხელ­მწი­ფო იძუ­ლე­ბუ­ლი შე­იქ­ნა, ეს რე­ა­ლო­ბა გა­ეთ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­ნა. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ბო­ლოს და ბო­ლოს, ქარ­თვე­ლებ­ში ღირ­სე­ბამ გა­იღ­ვი­ძა და დეს­პო­ტი, ჯა­ლა­თი და მო­ძა­ლა­დე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის გზით შეც­ვა­ლა.

- რა დამ­სა­ხუ­რე­ბის­თვის მი­ა­ნი­ჭეთ თა­ვის დრო­ზე გე­ნერ­ლის წო­დე­ბა თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვილს, რო­მელ­საც ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ­ჩევ­ნე­ბამ­დე კრი­მი­ნა­ლად, ნარ­კო­ბა­რო­ნად და "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებ­თან" და­ახ­ლო­ე­ბულ პი­რად მო­იხ­სე­ნი­ებ­და?

- თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლი მებ­რძო­ლი და შე­უ­პო­ვა­რი ხა­სი­ა­თის გა­მო დავ­ნიშ­ნე კა­ხე­თის მხა­რის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სად. მან შეძ­ლო კა­ხეთ­ი კრი­მი­ნა­ლე­ბის­გან გაეწ­მინ­და და დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად მი­ი­ღო გე­ნერ­ლის წო­დე­ბა. სა­ა­კაშ­ვი­ლი და ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი მას სი­ძის, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გა­მო გა­და­ემ­ტერ­ნენ, თა­ნაც, თა­მა­ზაშ­ვილ­მა იცო­და, რო­გორ ყიდ­და ნარ­კო­ტი­კებს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხელისუფლება და ესეც ერ­თ-ერ­თი მი­ზე­ზი იყო თა­მა­ზაშ­ვი­ლის და­პა­ტიმ­რე­ბის.

- რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი, რას ურ­ჩევ­დით ახალ მი­ნისტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს?

- პირ­ველ რიგ­ში, ვუ­ლო­ცავ და წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებ! შე­მიძ­ლია ამ ახალ­გაზ­რდა კაცს ვურ­ჩი­ო, რომ არ აჰ­ყვეს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილი­სა და მი­სი გუნ­დის პრო­ვო­კა­ცი­ებს. ვი­ცი, რომ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ყვე­ლა იმ პრო­ფე­სი­ო­ნალს გა­მო­ი­ყე­ნებს, რომ­ლე­ბიც მუ­შა­ობ­დნენ შე­ვარ­დნა­ძის და სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­შიც. პირ­ველ რიგ­ში, მან უნ­და გა­აძ­ლი­ე­როს ოპე­რა­ტი­უ­ლი სამ­სა­ხუ­რი, შე­მო­იკ­რი­ბოს ერ­თგუ­ლი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კად­რე­ბი და ერ­თი­ა­ნი ძა­ლით ამო­ძირ­კვონ სა­ქარ­თვე­ლო­ში ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი რე­ჟი­მი.

- წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გა­ნაცხ­ა­დეს, რომ შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ალე­კო ტა­ბა­ტა­ძე კრი­მი­ნა­ლია და ნარ­კოტ­რა­ფინ­გში არის შემ­ჩნე­უ­ლი­...

- კრი­მი­ნა­ლები და ნარ­კო­მა­ნები თვი­თონ ეგე­ნი არი­ან. სა­ა­კაშ­ვილს პო­ლი­ტი­კა­ში გა­მო­ჩე­ნის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან ვებ­რძო­დი, ვი­ცო­დი, ეს კა­ცი იმი­ტომ იყო მო­სუ­ლი პო­ლი­ტი­კა­ში, რომ გა­ე­ნად­გუ­რე­ბი­ნა სა­ქარ­თვე­ლო, გა­ეს­ხვი­სე­ბი­ნა ტე­რი­ტო­რი­ე­ბი და ქარ­თვე­ლე­ბი მო­რა­ლუ­რად გა­ე­ტე­ხა. ჩვე­ნი ბრა­ლი­ა, რომ მას მი­ვე­ცით სა­შუ­ა­ლე­ბა, თა­ვი­სი გეგ­მის ლა­მის 90 პრო­ცენ­ტი შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა...

- ეს სე­რი­ო­ზუ­ლი ბრალ­დე­ბა­ა...

- რო­მელ ბრალ­დე­ბა­ზე მე­ლა­პა­რა­კე­ბით? სა­ა­კაშ­ვი­ლი რომ ამ­ბობს, ად­რე გა­ცი­ლე­ბით უა­რე­სი კრი­მი­ნო­გე­ნუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა იყო­ო, ბლე­ფი­ა. გა­დავ­ხე­დოთ სტა­ტის­ტი­კას და ვნა­ხოთ, რა მდგო­მა­რე­ო­ბა იყო ამ მხრივ 2003 წლამ­დე და რო­გო­რია მას შემ­დეგ: მკვლე­ლო­ბე­ბისა და მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის რიცხვი გაზ­რდი­ლია მკვეთ­რად: პა­ტიმ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა იმ­ხა­ნად იყო 6 ათა­სი, ახ­ლა არის 4-ჯერ მე­ტი. წლე­ბის წინ პა­ტიმ­რე­ბის რიცხ­ვმა 6 300-ს რომ მი­აღ­წი­ა, შე­ვარ­დნა­ძეს ამ­ნის­ტია გა­მო­ვაცხ­ა­დე­ბი­ნეთ. კო­მუ­ნის­ტე­ბის მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში, რო­ცა სა­ქარ­თვე­ლო­ში 5,5 მი­ლი­ო­ნი კა­ცი ცხოვ­რობ­და, ამის მე­სა­მე­დი პა­ტი­მა­რიც კი არ გვყავ­და. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­კე­თე­ბუ­ლი სტა­ტის­ტი­კა ისე­თი­ვე ბლე­ფი­ა, რო­გორც თვი­თონ მი­შაა ბლე­ფი. 100 ათას კაც­ზე პა­ტიმ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით ევ­რო­პა­ში ყვე­ლა ქვე­ყა­ნას გა­ვუს­წა­რით და ასე­თი კა­ცი დე­მოკ­რა­ტი­ა­ზე ლა­პა­რა­კობს და ალე­კო ტა­ბა­ტა­ძეს, უწე­სი­ე­რეს კაცს ლან­ძღავს? სა­ა­კაშ­ვი­ლის გუნ­დი იმი­ტომ და­უ­პი­რის­პირ­და ტა­ბა­ტა­ძეს, რომ არ სურთ, შსს-ში პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი მოხ­ვდნენ. ცო­ტა ხნის წინ ოპე­რა­ტი­უ­ლი მუ­შა­კე­ბი ადა­მი­ა­ნებს ყო­ველ­გვა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის გა­რე­შე აპა­ტიმ­რებ­დნენ. დღეს კი ამას ვე­რა­ვინ გა­ბე­დავს. ადა­მი­ანს რომ და­ი­ჭერ, უნ­და და­უმ­ტკი­ცო და­ნა­შა­უ­ლი, და­ნა­შა­უ­ლის დამ­ტკი­ცე­ბას კი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი სჭირ­დე­ბა. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა შსს-ს სა­ხით შექ­მნა გეს­ტა­პო, რო­მე­ლიც ქარ­თვე­ლი ერის წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძო­და. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ 300 ათა­სი მა­მა­კა­ცი გა­ა­ტა­რა ცი­ხე­ში 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ამის დო­კუ­მენ­ტი მაქვს. ეს არის სა­ქარ­თვე­ლოს მა­მა­კაც­თა 42 პრო­ცენ­ტი. იცით, ეს რას ნიშ­ნავს? - ამით ქარ­თუ­ლი გე­ნო­ფონ­დი გა­ა­ნად­გუ­რეს. არ­სე­ბობ­და გეგ­მა, რის მი­ხედ­ვი­თაც ქარ­თუ­ლი გე­ნო­ფონ­დი უნ­და გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი­ყო და სა­ქარ­თვე­ლო­ში უნ­და ეცხ­ოვ­რა 700 ათას კაცს. ჩა­მო­სახ­ლე­ბუ­ლი უცხ­ო­ტო­მე­ლე­ბი კი, ცხა­დი­ა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს მის­ცემ­დნენ ხმას. 2000 წელს ვი­ცო­დი ეს ყვე­ლა­ფე­რი და ისიც, რომ ეს გეგ­მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს უნ­და გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა. ეს ყვე­ლა­ფე­რი დო­კუ­მენ­ტუ­რად, ქა­ღალ­დზე მაქვს ნა­ნა­ხი. მე მო­ვა­ხერ­ხე და მო­ვი­პო­ვე ეს დო­კუ­მენ­ტი...

- ქარ­თუ­ლი გე­ნო­ფონ­დის გა­ნად­გუ­რე­ბის გეგ­მის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია თქვენ გარ­და კი­დევ თუ ჰქონ­და ვინ­მეს?

- დი­ახ, ეს დო­კუ­მენ­ტი ექ­სპრე­ზი­დენტ ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძეს აქვს. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა თა­ვის ბან­დი­ტურ ჯგუფ­თან ერ­თად პა­სუ­ხი უნ­და აგოს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გე­ნო­ცი­დის­თვის და კა­ნო­ნის მთე­ლი სიმ­კაც­რით და­ი­სა­ჯოს.

- ბა­ტო­ნო კა­ხა, ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ იმ­ხა­ნად, რო­ცა თქვენ შს მი­ნის­ტრი იყა­ვით, ადა­მი­ა­ნე­ბი ფან­ჯრე­ბი­დან ცვი­ოდ­ნენ...

- ამას ამ­ბობ­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და­ქი­რა­ვე­ბულ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ერ­თად, ვი­საც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ჩე­მი სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სტა­ტი­ე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად უხ­დი­და ხელ­ფასს... ა­სე­თი რამ მოხ­და შო­თა კვი­რა­ი­ას მი­ნის­ტრო­ბი­სას - ფან­ჯრი­დან გა­დახ­ტა პა­ტი­მა­რი. ჩე­მი მი­ნის­ტრო­ბი­სას კი ქა­ლა­ქის სამ­მარ­თვე­ლოს ფან­ჯრი­დან გა­დახ­ტა ადა­მი­ა­ნი გაქ­ცე­ვის მიზ­ნით. ამის გა­მო რამ­დე­ნი­მე პო­ლი­ცი­ე­ლი მი­ვე­ცი პა­სუ­ხის­გე­ბა­ში. ეს იყო და ეს. თქვას მი­შამ, თუ რა­მე იცის ამ "ჩა­მოც­ვე­ნილ" ხალ­ხზე. გვა­რებს რა­ტომ არ ასა­ხე­ლებს? რო­გორ ფიქ­რობთ, ფაქ­ტე­ბი რომ ჰქო­ნო­და, არ გა­მო­ი­ყე­ნებ­და? მი­შა მკვლელ პო­ლი­ცი­ე­ლებს აწი­ნა­უ­რებ­და, კა­ხა თარ­გა­მა­ძე კი პო­ლი­ცი­ე­ლებს და­უ­დევ­რო­ბის გა­მო აპა­ტიმ­რებ­და...

- მე­რაბ ჟორ­და­ნი­ამ სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ "თბი­ლი­სის დი­ნა­მოს" წი­ლის დაბ­რუ­ნე­ბის სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვა და ისიც აღ­ნიშ­ნა, რომ მას კუთ­ვნი­ლი ქო­ნე­ბა უკა­ნო­ნოდ წა­არ­თვით...

- მე­რაბ ჟორ­და­ნია ევ­რო­პის სა­ფეხ­ბურ­თო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნა­ლური მატ­ჩის დღეს კი­ევ­ში შემ­ხვდა. ისე გა­უ­ხარ­და, ლა­მის ხე­ლე­ბი და­მი­კოც­ნა და ასე­თი რამ თუ აწუ­ხებ­და, ერ­თი სიტყ­ვა მა­ინც ხომ უნ­და ეთ­ქვა? მე­რაბ ჟორ­და­ნია ორ­ჯერ ჰყავ­და და­კა­ვე­ბუ­ლი სა­ა­კაშ­ვილს და ორ­ჯერ­ვე ფუ­ლი წა­არ­თვა, გვა­რი­ა­ნად გაფ­ცქვნა. ჟორ­და­ნი­ამ ის წართმეული მი­ლი­ო­ნე­ბი მოს­თხო­ვოს მი­შას, იმას ნუ­კი ითხ­ოვს, რაც არას­დროს ყო­ფი­ლა მი­სი.­ მა­გას, იცით, რა და­ე­მარ­თე­ბა? ერ­თი ქარ­თუ­ლი ან­და­ზი­სა არ იყოს: თაგ­ვმა თხა­რა, თხა­რა­ო, კა­ტა გა­მოთხ­ა­რა­ო! ორ­ჯერ ხომ და­ი­ჭი­რა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა, ახ­ლა იმ­დენს იზამს ბა­ტო­ნი მე­რა­ბი, მე­სა­მე­დაც და­ა­ჭე­რი­ნებს თავს, ოღონდ ახ­ლა ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. რაც შე­ე­ხე­ბა "დი­ნა­მოს", ყვე­ლა დო­კუ­მენ­ტი აქვს ჩემს ერ­თ-ერთ მო­ად­გი­ლეს და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, თქვენს გა­ზეთს მი­აწ­ვდის.

- თქვენ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე ხართ, რამ გა­ი­ძუ­ლათ ამ ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა?

- ეს მა­ი­ძუ­ლა ჩემ­მა სინ­დის­მა. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ში­შობ­და, რომ მე მექ­ნე­ბო­და პო­ლი­ტი­კა­ში ჩარ­თვის პრე­ტენ­ზი­ა. წა­მო­მი­ყე­ნეს ასე­თი მოთხ­ოვ­ნა: თუ არ გექ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა, მი­შა დარ­წმუნ­დე­ბა, რომ კონ­ტრრე­ვო­ლუ­ცი­ას არ მო­აწყ­ობ და პო­ლი­ტი­კურ ას­პა­რეზ­ზე არ გა­მოჩ­ნდე­ბი­ო. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ყვე­ლა ჩემს მო­ად­გი­ლეს და და­ახ­ლო­ე­ბულ პირს და­ი­ჭერ­დნენ. მარ­თლაც და­იწყ­ეს ჩე­მი ახ­ლო ნა­თე­სა­ვე­ბის, სა­მე­გობ­რო წრის და ჩე­მი მო­ად­გი­ლე­ე­ბის დევ­ნა. სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა იმი­ტომ დავ­თმე, რომ მე­გო­ბ­რები, ნა­თე­სა­ვე­ბი და ჩე­მი მო­ად­გი­ლე­ე­ბი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ტე­რო­რის­გან გა­და­მერ­ჩი­ნა. 2013 წლის 5 იან­ვრის შემ­დეგ, რო­ცა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ბუნდღა არ იქ­ნე­ბა პრე­ზი­დენ­ტის პოს­ტზე, ჩა­მო­ვალ და ჩემს მო­ნატ­რე­ბულ ქარ­თვე­ლებს ჩა­ვე­ხუ­ტე­ბი. ჩე­მი ქვეყ­ნის­თვის ცუ­დი არა­ფე­რი გა­მი­კე­თე­ბი­ა, გარ­და იმი­სა, რომ ვებ­რძო­დი სა­ა­კაშ­ვილს და მის ბან­დი­ტურ დაჯ­გუ­ფე­ბას. მე აუ­ცი­ლებ­ლად და­ვიბ­რუ­ნებ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას, პრე­ტენ­ზია არა მაქვს რა­ი­მე თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, აღარც ასა­კი მიწყ­ობს ხელს. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა 46 წლი­სა გა­მიშ­ვა პენ­სი­ა­ზე და ახ­ლა 57 წლის ვარ!

- არ გაქვთ სურ­ვი­ლი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს შეხ­ვდეთ?

- რო­ცა მე სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვალ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი უკ­ვე აღარ იქ­ნე­ბა პრე­ზი­დენ­ტი და ვი­ცი, სა­დაც შევ­ხვდე­ბი (ი­ცი­ნის).

- სად შეხ­ვდე­ბით?

- მი­ხე­ილ სა­კაშ­ვი­ლი ავ­ტო­რია იმ რე­ჟი­მი­სა, რო­მე­ლიც მძინ­ვა­რებ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში და რომ­ლის შე­დე­გა­დაც ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი, და­ტან­ჯუ­ლი და და­ჩა­ჩა­ნა­კე­ბუ­ლი, გა­ჭირ­ვე­ბის­გან გმი­ნავ­და. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ცი­ხე­ში უნ­და ჩაჯ­დეს. მე სა­ა­კაშ­ვილს სა­კან­ში მო­ვი­ნა­ხუ­ლებ!

ესაუბრა და­რე­ჯან ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა