ფოთის პორტი პარალიზებულია

ფოთის პორტი პარალიზებულია

ფოთის პორტში გაფიცვა გრძელდება. ნავსადგურის თანამშრომლებმა გაფიცვის გაგრძელება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მოთხოვნებზე პორტის მენეჯმენტის წერილობითი პასუხი მიიღეს.

გაფიცული თანამშრომლების ინფორმაციით, არც ერთი მათი მოთხოვნა წერილში ასახული არ არის. მათივე თქმით, ამ დროისთვის ნავსადგურის საწარმოო რაიონების 100% გაჩერებულია. ნავსადგურის თანამშრომლების 70% ერთი კვირის განმავლობაში გაფიცულია. მათივე ინფორმაციით, პორტის სრული პარალიზება, საბუქსირე სამსახურის თანამშრომელთა პროტესტმა გამოიწვია, რომელთა გარეშეც, გემების ნავსადგურში შეყვანა შეუძლებელია.

"აქამდე პორტის 70% იყო გაჩერებული, მაგრამ ამ დროისთვის, ნამდვილად 100%-ითაა პარალიზებული. საბუქსირე სამსახური ჩვენთან ერთად დგას, ისინიც გაფიცულები არიან", - განაცხადა საგაფიცვო კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა, ელგუჯა ანდღულაძემ.

რა ოდენობის ფინანსური ზარალი მიადგა ფოთის პორტს, ამ დრომდე გაურკვეველია. როგორც მენეჯმენტში განმარტავენ, ეს საკითხი გაფიცვის შეწყვეტის შემდეგ გაირკვევა.

ამასთან, გუშინ ცნობილი გახდა, რომ პორტის გენერალურმა დირექტორმა ჯოზეფ ქროულიმ თანამდებობა დატოვა.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"