ახალაიას ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ ჩვენებებს არასაკმარის მტკიცებულებად მიიჩნევს

ახალაიას ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ ჩვენებებს არასაკმარის მტკიცებულებად მიიჩნევს

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ადვოკატი მთავარი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ მოწმეთა ჩვენებებს არასაკმარის მტკიცებულებად მიიჩნევს.

"ეს ის შემთხვევაა, როცა მოწმის ჩვენებები არ შეიძლება ჩაითვალოს საკმარის მტკიცებულებად და უნდა დადგინდეს, მოწმეებს რა ინტერესი ამოძრავებთ - ესენი არიან თავდაცვის სამინისტროდან გათავისუფლების გამო განაწყენებული პირები და შესაძლოა, ვიღაცის მიმართ არაკეთილგანწყობა ჰქონდეთ. ამიტომ მათი მოტივაცია დასადგენია. შესაბამისად, მხოლოდ მათი ჩვენებები ბაჩო ახალაიას დასაპატიმრებლად საკმარისი მტკიცებულება არ არის", - განუცხადა დავით დეკანოიძემ "ინტერპრესნიუსს".

ამასთან, მისივე ინფორმაციით, პროკურატურას ახალაიას საქმეში სხვა მტკიცებულება არ აქვს.

"საქმის მასალებს ჯერ არ ვიცნობ, მაგრამ რამდენადაც ვიცი, პროკურატურას სხვა მტკიცებულებები არ აქვს", - აღნიშნა ადვოკატმა.

მთავარმა პროკურატურამ რამდენიმე მოწმის ჩვენება გამოაქვეყნა, რომელშიც თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები ბაჩო ახალაიას, გაერთიანებული შტაბის უფროსს, გიორგი კალანდაძესა და მეოთხე ბრიგადის მეთაურ ზურაბ შამათავას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა