პრემიერ-მინისტრი აშშ-ში ვიზიტისთვის ემზადება

პრემიერ-მინისტრი აშშ-ში ვიზიტისთვის ემზადება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისთვის ემზადება. როგორც მან დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, უახლოეს დღეებში შეატყობინებენ , როდის უნდა გაემგზავროს ვაშინგტონში.

პრემიერის ინფორმაციით, ამერიკელები საქართველოს დიდი მეგობრები არიან და "რესპუბლიკელებიცა" და "დემოკრატებიც" საქართველოს ეხმარებიან.

"მე უახლოეს დღეებში გამაგებინებენ, როდის დამინიშნავენ ამერიკის ხელისუფლებასთან შეხვედრას. თუ გაიმარჯვებდა ობამა, მაშინ მალევე მომიწევდა წასვლა, თუ - "რესპუბლიკელები" მაშინ დროში გაიწელებოდა ეს პროცესი, რადგან ხელისუფლების გადაბარებას დიდი დრო უნდა. ამერიკელები ჩვენი მეგობრები არიან. "დემოკრატებიც" და "რესპუბლიკელებიც" ჩვენი მეგობრები არიან. "დემოკრატების" წელია და "ქართულ ოცნებას" დემოკრატიული სახელი გვქონდა და ფერებიც",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა