თბილისური სექსინდუსტრია, ანუ რა ხდება გოგოლის ქუჩაზე?

თბილისური სექსინდუსტრია, ანუ რა ხდება გოგოლის ქუჩაზე?

გოგოლის ქუჩა, ერთი ჩვეულებრივი თბილისური ქუჩაა, ვიწრო იტალიური ეზოებითა და ჩუქურთმიანი ხის აივნებით გაფორმებული. თუმცა სხვა ქუჩებისგან განსხვავებით, აქ მიწისპირა მაღაზიებს, კაფე-ბარებს, სილამაზის სალონებს და საცხოვრებელ სახლებს საროსკიპოებად იყენებენ. მოსახლეობის ინფორმაციით, იტალიურ სახლებში ბორდელებია გახსნილი. კლიენტების სიჭარბის დროს მეძავები სახლის საერთო საპირფარეშოსაც იყენებენ.

მოსახლეობა შეწუხებულია - გინება, ცემა, უწმაწური სიტყვები, უძილო ღამეები და შერყეული ჯანმრთელობა - პრობლემას გამოძახებული საპატრულო სამსახურიც ვერ ერევა.

"ეზოებში გახსნილია ე.წ. მინი-ბორდელები, მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე ვთხოვეთ მეზობლურად, ადამიანურად, სრულ იგნორირებას გვიკეთებენ... ძილი აღარ გვაქვს, მოსვენება დავკარგეთ, მოზარდი შვილები გვყავს და მთელ ამ სისაძაგლეს 24 საათის განმავლობაში ისმენენ... უკვე ოჯახებში გვაკითხავენ წყვილები და გვეკითხებიან, ვაქირავებთ, თუ არა ფართს... ყურადღებას არავინ გვაქცევს, არცერთი ხელისუფლება... ქუჩაზე განლაგებული მარკეტები ღამ-ღამობით ქირავდება, ხშირად ხდება ჩხუბი და ისმის ყვირილი. ხმაურით ძალიან შეწუხებულები ვართ”, - ჩივიან ადგილობრივი მცხოვრებლები.

გოგოლის ქუჩაზე მოსახლეობას ქუჩაში გვიან გამოსვლა ეშინია. უამრავი საჩივარის მიუხედავად, არცერთი ხელისუფლება პრობლემით არ დაინტერესებულა.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ: საშემოდგომო ფასდაკლება ქართულ სექსინდუსტრიაში

ასევე იხილეთ: ავსტრიაში ევროპის უმსხვილეს საროსკიპოს გახსნიან

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"