საქართველოს პრეზიდენტი გაერთიანებული შტაბის უფროსის გიორგი კალანდაძის ოჯახში იმყოფებოდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა კალანდაძის მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი მოინახულა.
პრეზიდენტი დღესვე ტელეფონით ესაუბრა ბაჩო ახალაიასა და ზურაბ შამათავას მეუღლეებს. ბაჩანა ახალაიას ჰყავს მეუღლე და ორი შვილი, ხოლო ზურაბ შამათავას - ერთი შვილი და ფეხმძიმე მეუღლე.
გაერთიანებული შტაბის უფროსს გიორგი კალანდაძეს ბრალი სისხლის სამართლის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით წაუყენეს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტას გულისხმობს.
333-ე მუხლთან ერთად, ბრალი 143-ე მუხლის მეოთხე ნაწილითაც წარედგინა ბაჩო ახალაიას, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალი წაუყენეს მეოთხე ბრიგადის მეთაურ ზურაბ შამათავასაც.


