ე.წ. მატროსოვის ციხის დირექტორი გიორგი ხიზანიშვილი თანამდებობიდან გათავისუფლდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სასჯელაღსრულების სამინისტროში განუცხადეს, ხიზანიშვილის გათავისუფლება რეორგანიზაციის პროცესს უკავშირდება.
ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით, ხიზანიშვილს ე.წ. მატროსოვის ციხის დირექტორის თანამდებობაზე ბორის პეტრიაშვილი შეცვლის.