თეა თუთბერიძე და ბაჩო ახალაიას მხარდამჭერები აქციას მართავენ

თეა თუთბერიძე და ბაჩო ახალაიას მხარდამჭერები აქციას მართავენ

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან თეა თუთბერიძე და ბაჩო ახალაიას მხარდამჭერები აქციას მართავენ.

თეა თუთბერიძე და 20-მდე ახალგაზრდა, რომლებიც ძირითადად ზუგდიდიდან არიან ჩამოსულები, სასამართლოსთან ტრანსფარანტებით მივიდნენ. ტრანსფარანტებზე ქართულ და ინგლისურ ენებზე შემდეგი წარწერებია: "პატრიოტი ხარ, დაგიჭერენ", "ბრალი ედებათ პატრიოტიზმში", "დღეს პატრიოტიზმი დასჯადია".

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას თეა თუთბერიძემ განაცხადა, ბაჩო ახალაია პუტინის, ივანიშვილის და ალასანიას პირადი პატიმარია.

როგორც თუთბერიძემ აღნიშნა, ის ადამიანები, რომლებიც ახალაიას აკრიტიკებდნენ, დღეს მას უკავშირდებიან და აცხადებენ, რომ ახალმა ხელისუფლებამ უსუსური ბრალდებებით დააკავა როგორც ახალაია, ასევე სამხედრო მაღალჩინოსნები.

როგორც თეა თუთბერიძემ აღნიშნა, ხელისუფლება უხერხულ მდგომარეობაში იგდებს თავს, რადგან დეზერტირები გენერლებს აპატიმრებენ. მისი თქმით, თუ ვინმეს დაპატიმრება უნდათ, რუსეთის სპეცსამსახურებისგან უკეთესად აითვისონ შესაბამისი მეთოდები.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა