თბილისის მერია ივანიშვილისა და უგულავას საუბრის ჩანაწერის გამოქვეყნებას ითხოვს

თბილისის მერია ივანიშვილისა და უგულავას საუბრის ჩანაწერის გამოქვეყნებას ითხოვს

თბილისის მერია მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ბიძინა ივანიშვილისა და გიგი უგულავას საუბრის ამსახველი ვიდეომასალის გამოქვეყნებას ითხოვს, - ამის შესახებ მერიის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც "ამბები.გე" უცვლელად გთავაზობთ:

"2012 წლის 9 ნოემბერს საქართველოს მთავრობის სხდომა ჩატარდა, რომელსაც მთვრობის წევრებთან ერთად, თბილისის მერი გიგი უგულავა ესწრებოდა. მთავრობის სხდომის დაწყებისთანავე საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და თბილისის მერს შორის სოციალური შეღავათების აღდგენასთან დაკავშირებით კამათი გაიმართა. პრემიერ-მინისტრმა თბილისის მერთან საუბრისას აღნიშნა, რომ სხდომაზე სოციალური საკითხები არ განიხილებოდა, რის შემდეგაც თბილისის მერმა სხდომათა დარბაზი დატოვა.

თბილისის მერია მთავრობის სხდომის იმ ვიდეომასალის გავრცელებას ითხოვს, სადაც პრემიერ-მინისტრი თბილისის მერთან საუბრისას აფიქსირებს, რომ ის არ აპირებს სოციალური საკითხის განხილვას. სხდომათა დარბაზში ბიძინა ივანიშვილისა და გიგი უგულავას საუბარი კანცელარიის პრესსამსახურის პირადი კამერით იქნა გადაღებული.

აღნიშნული მასალა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის "მ" ქვეპუნქტის მიხედვით, არის საჯარო ინფორმაცია და შესაბამისად ვითხოვთ მის გასაჯაროებას", - ნათქვამია განცხადებაში.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა