პაატა დავითაია - თუ საქართველო-რუსეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლა გაიხსნება, ყოველი მეორე მატარებელი აფეთქდება

პაატა დავითაია - თუ საქართველო-რუსეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლა გაიხსნება, ყოველი მეორე მატარებელი აფეთქდება

იმ შემთხვევაში, თუ საქართველო-რუსეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლა გაიხსნება, ყოველი მეორე მატარებელი აფეთქდება და ამას აფხაზები გააკეთებენ. ამის შესახებ "ევროპელი დემოკრატების" ლიდერმა, პაატა დავითაიამ განაცხადა.

"დავუშვათ გაიხსნა რკინიგზა, აფხაზური მხარე მოითხოვს ნებისმიერი ტვირთს, ნებისმიერი მგზავრს, რომელიც გადავა ენგურზე, ჩაერტყას ბეჭედი აფხაზეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოს საზღვრის გადაკვეთის შესახებ. ფსოუდან როდესაც გადავა რუსეთში, ჩაირტყმება ბეჭედი მგზავრის, რომ მან გადაკვეთა აფხაზეთის რესპუბლიკის საზღვარი. ეს თუ არ არის აღიარებისკენ წინგადადმული ნაბიჯი, აბა მეტი რა არის", - აცხადებს დავითაია.

მისი თქმით, გაუგებარია, რისთვის სჭირდება ქართულ მხარეს "ასეთი თამაში".

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?