ბაჩო ახალაიას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, კალანდაძესა და შამათავას გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებენ

ბაჩო ახალაიას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, კალანდაძესა და შამათავას გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებენ

ბაჩო ახალაიას აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა, ხოლო გიორგი კალანდაძესა და ზურაბ შამათავას, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 20-20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გოგინაშვილის გადაწყვეტილებით, გათვალისწინებული არ იქნა ბაჩო ახალაიას ადვოკატის შუამდგომლობა, 31 პარლამენტარის თავდებობასთან დაკავშირებით; ამასთან, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ.

პროკურატურის მხრიდან სამივე პირისთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა იყო მოთხოვნილი, თუმცა ადვოკატების შუამდგომლობები გიორგი კალანდაძისა და ზურაბ შამათავას შემთხვევაში დაკმაყოფილდა.

ადვოკატები ითხოვდნენ შამათავა და კალანდაძე თავდებობით გაეთავისუფლებინათ. მათი ალტერნატიული შუამდგომლობა კი, სწორედ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება იყო.

პროკურატურას წარმოადგენდნენ პროკურორები გიორგი ცხოვრებაძე და გრიგოლ შაშიაშვილი. ბაჩო ახალაიას პროცესზე იცავდა სამი ადვოკატი დავით დეკანოიძე, ბაჩუკი ყურაშვილი და იოსებ ჯანაშია. ზურაბ შამათავას ადვოკატიც იყო დავით დეკანოიძე, ხოლო გიორგი კალანდაძის ინტერსებს ადვოკატი გოგიტა გაბაიძე იცავდა.

წინასასამართლო პროცესი 25 დეკემბრის 15 საათისთვის არის ჩანიშნული. თავდაცვისა და შსს-ს ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალია, გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი გიორგი კალანდაძე და მე-4 ბრიგადის მეთაური ზურაბ შამათავა უფლება-მოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით 7 ნოემბერს დააკავეს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ