რატომ იგვიანებს სასწრაფო?

რატომ იგვიანებს სასწრაფო?

დღეში 1200-მდე გამოძახება აქვთ. თბილისში სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების 12 ფილიალი და 80 ბრიგადაა. თუმცა სასწრაფოს არაოპერატიულობაზე ბოლო დროს ხშირად ლაპარაკობენ. მოსახლეობის აზრით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ დაგვიანებაა.

სასწრაფოს ექიმებიც აღიარებენ, რომ პაციენტები უკმაყოფილონი არიან. უფროსი ექიმი ნატო მაქაძე ამბობს, რომ ერთი ბრიგადა დღეში საშუალოდ 16-დან 20 გამოძახებას ასრულებს: "20 მისამართიდან 7,8 შემთხვევაში პაციენტი უკმაყოფილოა, დაგვიანების დრო ყოფილა ნახევარი საათი, ოცი წუთი, ერთი საათი და ორი საათიც კი."

სამედიცინო დახმარების ბრიგადების კოორდინაცია - გამოძახება-გაშვება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სსიპ 112-ის საშუალებით ხდება. შესაძლოა, ამ ცენტრის მუშაობის ხარვეზია სასწრაფოს დაგვიანების მიზეზიც. თუმცა საბოლოო პასუხი ჯანდაცვის სამინისტროს ექნება, რომელმაც ამ პრობლემის შესწავლა უკვე დაიწყო.

"კომისიის მუშაობის შემდეგ დაიდება დასკვნა, თუ რაიმე ტიპის ხარვეზი იქნება ამასაც დაგვანახებს, შესაბამისად დაისახება გზები მის გამოსასწორებლად", - ამბობს სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილე რუსუდან ბერიაშვილი.

ელენე ცინცაძე

იხილეთ ვიდეო

იხილეთ გამოკითხვა

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"