ვი­სი ხე­ლი ურე­ვია ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას და­ღუპ­ვა­ში

ვი­სი ხე­ლი ურე­ვია ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას და­ღუპ­ვა­ში

ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მრა­ვალ და­პი­რე­ბას იძ­ლე­ვა. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გეგ­მე­ბი­დან, ბუ­ნებ­რი­ვი­ა, ყვე­ლას თა­ვი­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა და შეს­რუ­ლე­ბის დრო აქვს. მაგ­რამ არის სა­კითხ­ე­ბი, რო­მელ­თა გა­დაჭ­რა, გა­და­უ­ჭარ­ბებ­ლად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ყვე­ლა სხვა პრობ­ლე­მის თა­ვი­და­თა­ვი­ა. ეს არის სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბე­ბის, სა­ეჭ­ვო თვით­მკვლე­ლო­ბე­ბი­სა და უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვე­ბის სას­წრა­ფო გა­მო­ძი­ე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, ჩა­მო­ნათ­ვა­ლი ძალ­ზე ვრცე­ლი­ა: ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას დღემ­დე სა­ი­დუმ­ლო და ბო­ლომ­დე გა­მო­უ­ძი­ე­ბე­ლი თვით­მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ა; მე­რაბ კოს­ტა­ვა­სა და ზუ­რაბ ჭავ­ჭა­ვა­ძის სიკ­ვდი­ლის გა­რე­მო­ე­ბე­ბი; აშ­შ-ის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­დაზ­ვერ­ვო სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლის, ფრედ ვუდ­რო­ფის მკვლე­ლო­ბა; სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნის, ნუგ­ზარ სა­ჯა­ი­ას თვით­მკვლე­ლო­ბა, პრე­მი­ერ­-მი­ნისტრ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას და­ღუპ­ვა; ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როს ახალ­გაზ­რდა ხელ­მძღვა­ნე­ლის, ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის მკვლე­ლო­ბა; პრო­ფე­სორ გუ­რამ შა­რა­ძის მკვლე­ლო­ბა, გე­ნე­რალ და­ვით კე­კუ­ას თვით­მკვლე­ლო­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს უშიშ­რო­ე­ბის მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლის, გე­ნე­რალ თა­მაზ ნი­ნუ­ას მკვლე­ლო­ბა და კი­დევ სხვა ტრა­გი­კუ­ლი ფაქ­ტები. მათ ერ­თი სა­ერ­თო მნიშ­ვნე­ლი ჰქონ­დათ - პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ფე­რი­ლო­ბა. "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შემ­დეგ სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­უჩ­ნდა მო­ლო­დი­ნი, რომ სა­ი­დუმ­ლო­ე­ბით მო­ცუ­ლი ბევ­რი შემ­თხვე­ვა გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და და სი­მარ­თლე გა­ირ­კვეო­და. თუმ­ცა მო­ლო­დი­ნი მო­ლო­დი­ნად დარ­ჩა. უფ­რო მე­ტიც, ად­რინ­დელ შემ­თხვე­ვებს ვინ ჩი­ვის, 2004 წლი­დან ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვების რიცხ­ვმა იმა­ტა კი­დეც. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პო­ლი­ტი­კურ­მა გუნ­დმა აი­ღო ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, სი­ნათ­ლე მოჰ­ფი­ნოს პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­უ­ლებს და თუ ზემოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი ფაქ­ტე­ბი ბო­ლომ­დე არ გა­ირ­კვა, სხვა და­პი­რე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას საფ­რთხე შე­ექმ­ნე­ბა, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი და ძლი­ე­რი სა­ხელ­მწი­ფოს აშე­ნე­ბის შე­სა­ხებ და­პი­რე­ბა კვლავ აუხ­დე­ნელ ოც­ნე­ბად დარ­ჩე­ბა.

რა მოხ­და 2005 წლის 3 თე­ბერ­ვალს?

ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სი­ით, 2005 წლის 3 თე­ბერ­ვალს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ­-მი­ნის­ტრი ზუ­რაბ ჟვა­ნია და ქვე­მო ქარ­თლის რწმუ­ნე­ბუ­ლის მო­ად­გი­ლე რა­ულ იუ­სუ­პო­ვი კონ­სპი­რა­ცი­ულ ბი­ნა­ში ნახ­შირ­ჟან­გით გა­ი­გუდ­ნენ.

პირ­ველ დღე­ებ­ში სა­სა­მარ­თლო-­სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სა­მარ­ცხვი­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდნენ. სწო­რედ მათ­მა დაბ­ნე­ულ­მა და ხში­რად ურ­თი­ერ­თგა­მომ­რიცხ­ავ­მა სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბებ­მა გა­ნა­პი­რო­ბეს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ ვერ­სი­ა­ში და­ეჭ­ვე­ბა. ექ­სპერ­ტებს ისე­თი მარ­ტი­ვი თე­ო­რი­უ­ლი(!) სა­კითხ­ე­ბი ეშ­ლე­ბო­დათ, რომ­ლის უცო­დი­ნა­რო­ბაც მე-4-5კურ­სის სტუ­დენ­ტებ­საც კი არ ეპა­ტი­ე­ბათ. მას შემ­დეგ შვიდ წელ­ზე მე­ტი გა­ვი­და, მაგ­რამ მრა­ვა­ლი კითხ­ვა კვლავ პა­სუხ­გა­უ­ცე­მე­ლი­ა. სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე არ და­უ­ხუ­რავს, რის გა­მოც სა­ზო­გა­დო­ე­ბას სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვს, გა­ეც­ნოს გა­მო­ძი­ე­ბის მა­სა­ლებს. ამი­ტო­მაც იძ­ლე­ვა ბო­ლო ათ­წლე­უ­ლის სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თ-ერ­თი პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რის, ფრთხი­ლი და წინ­და­ხე­დუ­ლი პი­როვ­ნე­ბის, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას და­ღუპ­ვა და­ეჭ­ვე­ბის სა­ბაბს.

ბევ­რი პო­ლი­ტი­კო­სი, ექ­სპერ­ტი, ჟურ­ნა­ლის­ტი თუ უბ­რა­ლო მო­ქა­ლა­ქე, რომ არა­ფე­რი ვთქვათ გარ­დაც­ვლილ­თა ოჯა­ხის წევ­რებ­სა და ახ­ლობ­ლებ­ზე, მი­იჩ­ნევს, რომ თბი­ლის­ში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დია "უ­ბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა და შემ­თხვე­ვი­თი მო­წამ­ვლა" ­კი არა, წი­ნას­წარ და­გეგ­მი­ლი და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ა­ა. ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ყო­ფი­ლი მე­გობ­რე­ბი­დან თუ მტრე­ბი­დან, არა­ვის ეყო გამ­ბე­და­ო­ბა, სი­მარ­თლის თქმა მო­ეთხ­ო­ვა წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან ან თვი­თონ ეთ­ქვა სი­მარ­თლე. მა­გა­ლი­თად, ზუ­რაბ ნო­ღა­ი­დელს გვი­ან "გა­უ­ნათ­და" გო­ნე­ბა და გა­ნაცხ­ა­და: "ვფიქ­რობ­დი, რომ ქარ­თულ სპეც­სამ­სა­ხუ­რებს ამ­დაგ­ვა­რი მკვლე­ლო­ბის მოწყობის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ ჰქონ­დათ. მას შემ­დეგ, რაც ვნა­ხე ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვილ­თან სა­უბ­რის ჩა­ნა­წე­რე­ბი და ჩემს ძველ სპეც­სამ­სა­ხუ­რელ მე­გობ­რებს ვე­სა­უბ­რე, შემ­დეგ უკ­ვე გა­მიჩ­ნდა ეჭ­ვი, რომ ტექ­ნი­კუ­რად ამის გა­კე­თე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­საც შე­უძ­ლი­ათ"... უფ­რო ად­რე კი, 2007 წლის სექ­ტემ­ბრის ბო­ლოს, თავ­დაც­ვის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­მა, სკან­და­ლურ ტე­ლე­ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნაცხ­ა­და: "ზუ­რაბ ჟვა­ნია იმ ბი­ნა­ში არ გარ­დაც­ვლი­ლა, მი­სი ცხე­და­რი შემ­დეგ მი­ი­ტა­ნეს".

სა­ინ­ტე­რე­სო­ა, რომ 2005 წლის და­საწყ­ის­ში ნო­ღა­ი­დე­ლი ფი­ნან­სთა მი­ნის­ტრი იყო, ხო­ლო ოქ­რუ­აშ­ვი­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრო­ბი­დან ერ­თი თვის გა­დაყ­ვა­ნი­ლი იყო თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრად და ძვე­ლი კავ­ში­რე­ბი ისევ ჰქონ­და. ასე რომ, პრე­მი­ერ­-მი­ნის­ტრის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ მათ (ი­სე­ვე, რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სხვა წევ­რებს) მე­ტი ინ­ფორ­მა­ცია უნ­და ჰქონ­დეთ. ამ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ში ბევ­რი "თეთ­რი ლა­ქა­ა". ეს ეხე­ბა ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას პი­რა­დი დაც­ვის სა­ეჭ­ვოდ არაპ­რო­ფე­სი­ო­ნა­ლურ მოქ­მე­დე­ბას, მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბის მო­უ­ლოდ­ნელ "გა­ფუ­ჭე­ბას", შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გა­მომ­ძი­ე­ბელ­თა ლაფ­სუ­სებს, კონ­სპი­რა­ცი­ულ ბი­ნა­ში არ­სე­ბულ ნივ­თებ­ზე გარ­დაც­ვლი­ლე­ბის თი­თის ანა­ბეჭ­დე­ბის არარ­სე­ბო­ბას, დაც­ვის წევ­რე­ბის ჩვე­ნე­ბებ­ში არ­სე­ბულ შე­უ­სა­ბა­მო­ბებს და ა.შ. დღეს ჩვენ შე­ვეც­დე­ბით, გა­ვარ­კვი­ოთ, შესაძლებელია თუ არა "ტექ­ნი­კუ­რად" ამ­გვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბა და შეს­რუ­ლე­ბა.

სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის ყვე­ლა­ზე გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბი

მშვი­დო­ბი­ან პე­რი­ოდ­ში არა­სა­სურ­ვე­ლი ობი­ექ­ტის სწრა­ფი ლიკ­ვი­და­ცი­ი­სათ­ვის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი თით­ქმის ყო­ველ­თვის ქმნი­ან უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის იმი­ტა­ცი­ას, რად­გან ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნის მო­უ­ლოდ­ნე­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბის "სა­უ­კე­თე­სო" ახ­სნა, სა­ყო­ფაცხ­ოვ­რე­ბო პი­რო­ბებ­ში მი­სი ტრა­გი­კუ­ლი და­ღუპ­ვა ან სხვა უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვაა (ავ­ტო­ა­ვა­რი­ა, დე­ნის დარ­ტყმა, აბა­ზა­ნა­ში "დახ­რჩო­ბა", ია­რა­ღის "გა­ვარ­დნა", საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტით მო­წამვ­ლა, გა­ზით გა­გუდ­ვა და ა.შ.). იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ პი­როვ­ნე­ბას გა­მუდ­მე­ბით მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბენ დაც­ვი­სა და მა­ღალ­კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ექი­მე­ბი­ "ლიკ­ვი­და­ტო­რე­ბის" ამო­ცა­ნა გა­ცი­ლე­ბით რთუ­ლი­ა.

ზუ­რაბ ჟვა­ნი­ასა და რა­ულ იუ­სუ­პო­ვის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ ვერ­სი­ა­ში და­ეჭ­ვე­ბის სა­ფუძ­ველს იწ­ვევს ის, რომ მომ­ხდა­რის "შე­ფუთ­ვა" აშ­კა­რად წა­ა­გავს სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის ხელ­წე­რას. რჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა: ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სი­ის არა­ო­რაზ­რო­ვა­ნი მი­ნიშ­ნე­ბე­ბის მი­ზა­ნი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის ისე­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით წარ­მარ­თვა იყო, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა ცო­ტას გას­ჩე­ნო­და საქ­მე­ში ღრმად ჩა­ხედ­ვის სურ­ვი­ლი.

ფაქ­ტი­ა: ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას პრე­მი­ერ­-მი­ნის­ტრო­ბი­სას უს­მენ­დნენ და მის ახ­ლო გა­რე­მოც­ვა­ში სხვა­დას­ხვა ძა­ლის აგენ­ტუ­რაც მოქ­მე­დებ­და. ოჯა­ხის წევ­რე­ბი ერ­თ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში იხ­სე­ნე­ბენ, რომ 2004 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში საზღ­ვარ­გა­რეთ მივ­ლი­ნე­ბი­სას ზუ­რაბ ჟვა­ნი­ამ სა­კუ­თარ ნო­მერ­ზე კი არ ჩარ­თო რო­უ­მინ­გი (რაც ნე­ბის­მი­ე­რი რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქის­თვი­საც კი უმ­ნიშ­ვნე­ლო პრო­ცე­დუ­რა­ა), არა­მედ იმ­ჟა­მინ­დელ ფი­ნან­სთა მი­ნისტრ ზუ­რაბ ნო­ღა­ი­დელს სთხო­ვა რო­უ­მინ­გი­ა­ნი ნომ­რის "სიმ­ბა­რა­თი". ამას ერ­თა­დერ­თი ახ­სნა აქვს - ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას არ სურ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში სცოდ­ნო­დათ, რა ნომ­რით სარ­გებ­ლობ­და ის უცხ­ო­ეთ­ში. ამ ტრა­გი­კულ შემ­თხვე­ვა­ში სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის "ყუ­რე­ბი" შო­რი­დან ჩანს, თუმ­ცა ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბამ ისე­თი შორ­სმი­მა­ვა­ლი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი შე­დე­გე­ბი გა­მო­იწ­ვი­ა, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი და­მო­უ­კი­დებ­ლად ამ­დენს ნამ­დვი­ლად ვერ "გა­ქა­ჩავ­დნენ", ისი­ნი, ალ­ბათ, მხო­ლოდ და­ბა­ლი დო­ნის შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის სტა­ტუ­სით მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ ამ სპე­ცო­პე­რა­ცი­ა­ში. შემ­კვე­თი კი სხვა იყო. სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი უცხო ქვეყ­ნე­ბის მრა­ვა­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რი­დან მხო­ლოდ ორს (გა­მოც­ნო­ბა მკითხ­ვე­ლის­თვის მი­მინ­დვი­ა) ძა­ლუძ­და ამ დო­ნის პო­ლი­ტი­კო­სის ლიკ­ვი­და­ცი­ის და­გეგ­მვა­-ორ­გა­ნი­ზე­ბა, მაგ­რამ ძნე­ლი და­სა­ჯე­რე­ბე­ლი­ა, მათ ასე დი­ლე­ტან­ტუ­რად ემოქ­მე­დათ და შეს­რუ­ლე­ბი­სას ამ­დე­ნი სამ­ხი­ლი და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ. ისი­ნი, რო­გორც წე­სი, "კუ­დებს" ღრმად მა­ლა­ვენ. თუმ­ცა არ­სე­ბობს ორი შემ­თხვე­ვა, რო­ცა უძ­ლი­ე­რე­სი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბიც უშ­ვე­ბენ მარ­ტივ შეც­დო­მებს. პირ­ვე­ლი, რო­ცა ოპე­რა­ცია სას­წრა­ფოდ იგეგ­მე­ბა და ყვე­ლა ნი­უ­ან­სის გათ­ვლას ვერ ას­წრე­ბენ, მე­ო­რე კი ის შემ­თხვე­ვა­ა, რო­დე­საც შეს­რუ­ლე­ბას ად­გი­ლობ­რივ არაპ­რო­ფე­სი­ო­ნა­ლებს ავა­ლე­ბენ. თუმ­ცა არის მა­გა­ლი­თე­ბიც, რო­ცა გა­მოც­დი­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რი სამ­ხი­ლებს შეგ­ნე­ბუ­ლად ტო­ვებდა, ეჭ­ვი არაპ­რო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­ზე რომ მი­ე­ტა­ნათ.

ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ტრა­გი­კუ­ლად და­ღუპ­ვა იმ კა­ტე­გო­რი­ას გა­ნე­კუთ­ვნე­ბა, რო­ცა "შემ­თხვე­ვი­თო­ბა" გა­მო­რიცხ­უ­ლია და ჩვენ­მა მტრებ­მა კარ­გად იცი­ან, რო­მე­ლი საყ­რდე­ნი უნ­და წა­აქ­ცი­ონ, რა­თა სტა­ბი­ლუ­რო­ბა თავ­ზე დაგ­ვემ­ხოს. ამ დროს და­ირ­ღვა ბა­ლან­სი და ტან­დე­მი - სა­ჯა­რო-­პო­ლი­ტი­კო­სი და არა­ფორ­მა­ლუ­რი (რე­ა­ლუ­რი) ლი­დე­რი. ცნო­ბი­ლი­ა, რომ ზუ­რაბ ჟვა­ნია ოპე­რა­ტი­უ­ლი და­მუ­შა­ვე­ბის ობიექ­ტი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო. სა­ინ­ტე­რე­სო­ა, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში აქ­ტი­უ­რობ­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს (შსს და უშიშ­რო­ე­ბის სა­მი­ნის­ტრო) და უცხო ქვეყ­ნე­ბის სა­ი­დუმ­ლო სამ­სა­ხუ­რე­ბიც. ზუ­რაბ ჟვა­ნი­ამ თვი­თო­ნაც მშვე­ნივ­რად იცო­და, რომ სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის სა­მიზ­ნე იყო. პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში ის "მოქ­კავ­ში­რის" ახალ­გაზ­რდა კად­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ცდი­ლობ­და გა­ერ­კვი­ა, თუ კონ­კრე­ტუ­ლად რა ძა­ლე­ბი ცდი­ლობ­დნენ მის კომ­პრო­მე­ტი­რე­ბას. თუმ­ცა ამ თე­მა­ზე სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბე­ბის­გან თავს იკა­ვებ­და.

რამ­დე­ნი­მე წლის წინ, რო­ცა ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას და­ღუპ­ვის გა­რე­მო­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ პირ­ვე­ლად ვწერ­დი, გულ­წრფე­ლად მჯე­რო­და, რომ აშ­კა­რა სამ­ხი­ლე­ბის უქონ­ლო­ბის გა­მო სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა "ზოგ­ჯერ თქმი­თაც და­შავ­დე­ბის" პრინ­ცი­პით მოქ­მე­დებ­და - ხელს ვერ ადებ­და იმ პი­რებ­სა და ქვე­ყა­ნას, რო­მელ­მაც ეს ჩა­ი­დი­ნა. მჯე­რო­და, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სი­მარ­თლეს მა­ლე გა­არ­კვევ­და. თან­და­თან ჩე­მი თვალ­საზ­რი­სი კარ­დი­ნა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა - წლე­ბი გა­დი­ო­და, წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას კი რა­ტომ­ღაც არ სურ­და, მი­ნიშ­ნე­ბი­თაც კი, სი­მარ­თლე გა­ერ­კვი­ა, პი­რი­ქით - სამ­ხი­ლე­ბი­სა და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­ყალ­ბე­ბით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. რა­ტომ? სწო­რედ ამ კითხ­ვა­ზეა პა­სუ­ხი გა­სა­ცე­მი. იმედს ვი­ტო­ვებთ, რომ ახა­ლი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი პი­რად კონ­ტროლ­ზე აიყ­ვანს გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მკვლე­ლო­ბე­ბის ყვე­ლა ფაქტს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ობი­ექ­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გებს გა­აც­ნობს.

ბესიკ ალადაშვილი, უშიშროების გადამდგარი პოლკოვნიკი, ექსპერტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა